დღეს ღვთისმშობლობაა - რა უნდა იცოდეს დღესასწაულის შესახებ მორწმუნემ - კვირის პალიტრა

დღეს ღვთისმშობლობაა - რა უნდა იცოდეს დღესასწაულის შესახებ მორწმუნემ

21 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ მა­რი­ა­მის შო­ბას დღე­სას­წა­უ­ლობს. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტაძ­რებ­ში წირ­ვა აღევ­ლი­ნე­ბა.

წმინ­და გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სი ღვთის­მშობ­ლის შო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრძა­ნებს:

- უფალ­მა, ადა­მის მოდ­გმა რომ ეხ­სნა, კა­ცობ­რი­ვი ბუ­ნე­ბის მი­ღე­ბა ინე­ბა და დე­დად ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მი გა­მო­ირ­ჩია. ძვე­ლი აღ­თქმის წიგ­ნებ­ში ბევ­რგან გვხვდე­ბა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ღვთის­მშობ­ლის შე­სა­ხებ. ეზე­კი­ელ წი­ნას­წარ­მე­ტყველს იგი დახ­შულ ბჭედ ეჩ­ვე­ნა: "რო­მე­ლი არა­ვინ გან­ვლო, გარ­ნა ღმერ­თმან და დახ­შუ­ლი ჰგი­ეს ბჭეი იგი" (ეზ. 44:2); და­ნი­ელ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ამ­ბობ­და: "მთი­სა­გან ლოდი თვი­ნი­ერ ხე­ლი­სა­გან კა­ცი­სა გა­მო­კუ­ე­თი­ლი" (დან. 2:34), რაც იესო ქრის­ტეს უმა­მა­კა­ცოდ შო­ბას გუ­ლის­ხმობ­და, ხოლო ესა­ია ღა­ღა­დებ­და: "აჰა ესე­რა ქალ­წუ­ლი მი­უდ­გეს და შვეს ძეჲ" (ესა­ია 7:14).

მო­სემ ღვთის­მშო­ბე­ლი შე­უწ­ველ მაყ­ვლოვ­ნად იხი­ლა სი­ნას მთა­ზე, გე­დე­ონ­მა - საწ­მი­სად, და­ვით­მა - ტა­რი­გად, ოსე წი­ნას­წარ­მე­ტყველ­მა უხრწნელ ქალ­წუ­ლად ჰქა­და­გა, ეზე­კი­ელ­მა - სიწ­მინ­დის ბჭედ, და­ნი­ელ­მა - შე­ურ­ყე­ველ მთად, ესა­ი­ამ - იე­სეს ძი­რად.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ 01:00 / 23-10-2017ზე­ცი­უ­რი იერ­არ­ქია - ყვე­ლა­ფე­რი, რაც ან­გე­ლოზ­თა და­სე­ბის შე­სა­ხებ უნდა იცო­დეთ­ქრის­ტი­ა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბობს ია­კო­ბის აპოკ­რი­ფუ­ლი თხზუ­ლე­ბა "შობა მა­რი­ა­მი­სა" (აპოკ­რი­ფი ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა და "და­ფა­რულს" ნიშ­ნავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს სა­ხე­ლი ეწო­და არა­კა­ნო­ნი­კურ წიგ­ნებს, თუმ­ცა ზო­გი­ერთ აპოკ­რი­ფულ თხზუ­ლე­ბას წმინ­და ეკ­ლე­სია იწყნა­რებს, თუკი მათი თხრო­ბა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბას), რო­მე­ლიც დაწ­ვრი­ლე­ბით მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გორ შე­ე­ძი­ნათ იო­ა­კი­მე­სა და ანას მო­მა­ვა­ლი მშო­ბე­ლი გან­კა­ცე­ბუ­ლი უფ­ლი­სა:

ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლი გა­ლი­ლე­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ ნა­ზა­რეთ­ში და­ი­ბა­და. მისი მამა, მარ­თა­ლი იო­ა­კი­მე, და­ვით მე­ფის ტო­მი­დან იყო, ხოლო დედა, მარ­თა­ლი ანა, პირ­ვე­ლი მღვდელმთავ­რის აა­რო­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლდათ. ღვთის­მო­შიშ ცოლ-ქმარს შვი­ლი არ ეძ­ლე­ო­და. ასე მი­აღ­წი­ეს მათ ხან­დაზ­მუ­ლო­ბამ­დე, მაგ­რამ იმე­დი არ და­უ­კარ­გავთ, რომ ღმერ­თი, რომ­ლის­თვი­საც არა­ფე­რია შე­უძ­ლე­ბე­ლი, შვილს მო­მად­ლებ­და მათ. იო­ა­კი­მემ და ანამ აღ­თქმა და­დეს, რომ ახალ­შო­ბილს ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის უფალს მი­უ­ძღვნიდ­ნენ. ებ­რა­ე­ლე­ბი უშ­ვი­ლო­ბას ღვთის სას­ჯე­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ, ამი­ტომ იო­ა­კი­მე და ანა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა­გან მრა­ვალ უსა­მარ­თლო ყვედ­რე­ბას ის­მენ­დნენ. ერთ-ერთ დღე­სას­წა­ულ­ზე მარ­თალ იო­ა­კი­მეს იე­რუ­სა­ლი­მის ტა­ძარ­ში უფ­ლი­სათ­ვის მსხვერ­პლის შე­წირ­ვა სურ­და, მაგ­რამ მღვდელმთა­ვარ­მა უარი უთხრა. მო­ხუ­ცი ღრმა მწუ­ხა­რე­ბით აივ­სო, უდაბ­ნოს მი­ა­შუ­რა და ორ­მო­ცი დღე მარ­ხვა­სა და ლოც­ვა­ში გა­ა­ტა­რა. უფალ­მა შე­ის­მი­ნა ცოლ-ქმრის ვერ­დე­ბა. მთვა­რან­გე­ლოზ­მა გაბ­რი­ელ­მა ანას აც­ნო­ბა, რომ იგი მალე დედა გახ­დე­ბო­და, ხოლო მისი ნა­შო­ბი გან­დიდ­დე­ბო­და. გა­ხა­რე­ბულ­მა ქალ­მა მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად მა­შინ­ვე აღ­თქმა დადო, რომ ბავ­შვს უფალს შეს­წი­რავ­და. ან­გე­ლოზ­მა უდაბ­ნო­ში გან­მარ­ტო­ე­ბულ იო­ა­კი­მე­საც აუ­წყა, რომ ღმერ­თმა მისი ვედ­რე­ბა შე­ის­მი­ნა და მალე მემ­კვიდ­რე შე­ე­ძი­ნე­ბო­და. გა­ვი­და ხანი და ანა­მაც იმ­შო­ბი­ა­რა. მას ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც მა­რი­ა­მი უწო­დეს. მა­რი­ა­მი ერთი წლი­სა რომ გახ­და, იო­ა­კი­მემ დიდი ლხი­ნი გა­და­ი­ხა­და და მღვდელმთავ­რე­ბი, მღვდლე­ბი, მწიგ­ნობ­რე­ბი და პა­ტივ­სა­ცე­მი მო­ხუ­ცე­ბი მი­იწ­ვია. მღვდელმთავ­რებ­მა და მღვდლებ­მა ჩვი­ლი და­ლო­ცეს და ღმერ­თს მისი კურ­თხე­ვა შეს­თხო­ვეს. შობა ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წუ­ლი­სა მა­რი­ა­მი­სა, ვინც თა­ვი­სი უმან­კო სხე­უ­ლით გან­კა­ცე­ბუ­ლი უფა­ლი იტ­ვირ­თა, ქრის­ტი­ან­თა ერთ-ერთი უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლია. ღვთის­მშო­ბელ­მა თა­ვი­სი სიწ­მინ­დი­თა და სათ­ნო­ე­ბით არა მხო­ლოდ ყვე­ლა მოკ­ვდავს, ყვე­ლა ან­გე­ლოზ­საც გარ­და­ა­მე­ტა, ღვთის ცო­ცხალ ტაძ­რად იქცა, რო­გორც მას წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია უგა­ლობს, გახ­და "ზე­ცი­უ­რი ბჭე, რომ­ლი­თაც ქრის­ტე ამ­ქვეყ­ნად მო­ვი­და ჩვენს სულ­თა სახ­სნე­ლად".

ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბე­ლი ზე­ცი­ურ იერ­არ­ქი­ა­ში თვით უმაღ­ლე­სი და­სის ან­გე­ლო­ზებ­ზე მაღ­ლა დგას. რო­გორც მის­და­მი მი­ძღვნილ ერთ-ერთ სა­გა­ლო­ბელ­შია, "უპა­ტი­ოს­ნე­სი ქე­რუ­ბიმ­თა და აღ­მა­ტე­ბით უზეს­თა­ე­სი სე­რა­ფიმ­თა".

ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბე­ლი ყვე­ლას შემ­წე და მე­ო­ხია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლებს იგი გან­სა­კუთ­რე­ბით მფარ­ვე­ლობს. ეს იმი­ტომ, რომ, საღვთო გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ივე­რია ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რია. როცა მო­ცი­ქუ­ლე­ბი წილს ყრიდ­ნენ, ვის რო­მელ მხა­რე­ში ექა­და­გა ქრის­ტეს რჯუ­ლი, ღვთის­მშო­ბელს სა­ქარ­თვე­ლო ხვდა წი­ლად, მაგ­რამ დე­დაღვთი­სას უფა­ლი გა­მო­ე­ცხა­და და აუ­წყა, არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა იე­რუ­სა­ლი­მი, ვი­ნა­ი­დან მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო მისი მი­ძი­ნე­ბა, და ისიც აღუქ­ვა, რომ მისი წილ­ხვედ­რი მიწა მო­მა­ვალ­ში გაბრ­წყინ­დე­ბო­და. ასე რომ, ღვთის­მშობ­ლის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი გა­მოგ­ზავ­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლო რომ ღვთის­მშობ­ლის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, ეს ღვთის დიდი წყა­ლო­ბაა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. წყა­ლო­ბას, მად­ლი­ე­რე­ბის გარ­და, ღირ­სე­უ­ლად მი­ღე­ბაც სჭირ­დე­ბა, რად­გან წყა­ლო­ბა მხო­ლოდ მა­ში­ნაა ჯილ­დო, როცა ერ­თუ­ლად მსა­ხუ­რებ უფალს; თუ უღირ­სად ექ­ცე­ვი ბო­ძე­ბულ მადლს, იგი სას­ჯე­ლად იქ­ცე­ვა.