პირველად ისტორიაში: უკრაინელებმა ორი რუსული თვითმფრინავი-ამბიფია Бе-12 "ჩაიკა" დაწვეს - ყირიმში "მოჩვენებები" გამოჩნდნენ - კვირის პალიტრა

პირველად ისტორიაში: უკრაინელებმა ორი რუსული თვითმფრინავი-ამბიფია Бе-12 "ჩაიკა" დაწვეს - ყირიმში "მოჩვენებები" გამოჩნდნენ

ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ორი რუსული იშვიათი თვითმფრინავი-ამბიფია Бе-12 "ჩაიკა" დაწვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე სპეცრაზმის "მოჩვენებები" მებრძოლებმა გაანადგურეს ორი რუსული ნავსაწინააღდეგო თვითმფრინავ-ამფიბია Бе-12 "ჩაიკა". ეს ამ თვითმფრინავის განადგურების პირველი ფაქტია ისტორიაში", - აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.

რა არის ცნობილი Бе-12 "ჩაიკა"-ზე?

"ჩაიკამ" პირველი გაფრენა 1960 წელს განახორციელა და სამი წლის შემდეგ ის სსრკ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტმა შეირაღებაში მიიღო. მასზე დამონტაჟებულია მოწყობილობა, რომლითაც ხდება მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების აღმოჩენა და შესაბამისად, მისი განადგურება.

2023 წლის მონაცემებით რუსეთი არმიას 6 "ჩაიკა" ჰყავდა.

.