"თუ პუტინი პოლონეთში ტანკებით შეიჭრება, ნატო საშინელებებს დაატრიალებს და..." - ბორის ჯონსონის პროგნოზი
"პოლონეთში შეფრენილი 19 რუსული დრონი ჩამოაგდეს და როგორც მე ვიცი, არავინ დაშავებულა. ნატოს პოზიციიდან, ეს წარმატებაა", - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინელ ჟურნალისტთან დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.
"ნატო თავდაცვითი ალიანსი, მისი მიზანი წევრი-ქვეყნების დაცვაა. ის არ არის იმისთვის შექმნილი, რომ ომი დაიწყოს. რატომ არ გააგზავნა ნატომ დრონები, რომ სმოლენსკისთვის და მოსკოვისთვის დაერტყა? იმიტომ, რომ ეს არაპროპორციული იქნებოდა. არავის სურს ბირთვული ომი. და ამის საჭიროება არ არის.
თუ პუტინი ტანკებით შეიჭრებოდა პოლონეთში, როგორც ეს 1980 წელს მოხდა, მაშინ ეს სულ სხვა ისტორია იქნებოდა. თუ პუტინი შეიჭრება, ნატოს მაგიდაზე გრანდიოზული გეგმები უდევს. საშინელ, საშინელ რაღაცეებს გავაკეთებთ და შეტევას შევაჩერებთ", - აცხადებს ჯონსონი.