"მე მას ვპატიობ" - ატირებული ერიკა კირკის ემოციური სიტყვა, ტრამპი მასკთან ერთად და ზღვა ხალხი - კადრები ჩარლი კირკის დაკრძალვიდან (ფოტო/ვიდეო) - კვირის პალიტრა

"მე მას ვპატიობ" - ატირებული ერიკა კირკის ემოციური სიტყვა, ტრამპი მასკთან ერთად და ზღვა ხალხი - კადრები ჩარლი კირკის დაკრძალვიდან (ფოტო/ვიდეო)

31 წლის ჩარ­ლი კირ­კის დაკ­რძალ­ვის დღეს, მისი ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად არი­ზო­ნას შტა­ტის ქა­ლაქ გლენ­დე­ილ­ში, State Farm Stadium-ზე ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. მათ შო­რი­სი­ყო აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი, რო­მელ­მაც გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი სი­ტყვა თქვა.

მისი თქმით, ჩარ­ლი კირკზე თავ­დას­ხმა ყვე­ლა კონ­სერ­ვა­ტი­ულ იდე­ალ­ზე თავ­დას­ხმაა.“ია­რა­ღი მის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ ტყვია ყვე­ლას­კენ. ეს ტყვია ყვე­ლას­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი“, - გა­ნუ­ცხა­და ტრამპმა State Farm Stadium-ზე შეკ­რე­ბილ ადა­მი­ა­ნებს.

მისი თქმით, ჩარ­ლი კირ­კი ამე­რი­კუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას შე­ე­წი­რა.

“ის მო­წა­მეა ამე­რი­კუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ვიცი, რომ დღეს ყვე­ლას სა­ხე­ლით ვსა­უბ­რობ, რო­დე­საც ვამ­ბობ, რომ არ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნი არა­სო­დეს და­ი­ვი­წყებს ჩარ­ლი კირკს და არც ის­ტო­რია და­ი­ვი­წყებს მას“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მისი თქმით, კირ­კი იყო დიდი ამე­რი­კე­ლი გმი­რი, რო­მე­ლიც სას­ტი­კად მოკ­ლა “რა­დი­კა­ლი­ზე­ბულ­მა, ცივ­სის­ხლი­ან­მა მონ­სტრმა იმის გამო, რომ სი­მარ­თლეს სა­უბ­რობ­და“.

“ის მოკ­ლეს, რად­გან მა­მა­ცუ­რად ცხოვ­რობ­და, თა­მა­მად ცხოვ­რობ­და და ბრწყინ­ვა­ლედ კა­მა­თობ­და“, - გა­ნუ­ცხა­და ტრამპმა ფე­ნიქ­სის მახ­ლობ­ლად, სტე­იტ ფარ­მის სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ ხალ­ხს.

მან კირ­კის მკვლე­ლო­ბა­ში “რა­დი­კა­ლი მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბი“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და დას­ძი­ნა, რომ “ძა­ლა­დო­ბა ძი­რი­თა­დად მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბი­დან მო­დის“.

“მე მათ რა­დი­კალ მე­მარ­ცხე­ნე­ებს ვე­ძა­ხი. ხან­და­ხან მათ რა­დი­კალ მე­მარ­ცხე­ნე შეშ­ლი­ლებს ვე­ძა­ხი. მაგ­რამ ჩარ­ლი ამას არ ამ­ბობ­და. ის მათ მე­მარ­ცხე­ნე­ებს უწო­დებ­და“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თეს ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, მარ­კო რუ­ბი­ომ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, პიტ ჰეგ­სეთ­მა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯეი დი ვენ­სმა.

შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თა ჩარ­ლი კირ­კის მე­უღ­ლემ, ერი­კა კირკმა. ის მიკრო­ფონ­თან დო­ნალდ ტრამპმა მი­იწ­ვია.

მისი თქმით, პა­ტი­ობს იმ მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც მისი ქმა­რი მოკ­ლა.

"მე მას ვპა­ტი­ობ“, - გა­ნა­ცხა­და მან, რა­მაც აუ­დი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. "მა­მაო, მი­უ­ტე­ვე მათ, ვი­ნა­ი­დან არ იცი­ან, რას აკე­თე­ბენ... მე მას ვპა­ტი­ობ, რად­გან სწო­რედ ასე მო­იქ­ცა ქრის­ტე. სი­ძულ­ვი­ლის პა­სუ­ხი სი­ძულ­ვი­ლი არ არის“, - აღ­ნიშ­ნა ჩარ­ლი კირ­კის მე­უღ­ლემ.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტო/ვიდეო