"ჩემი დიდი ხნის მეგობრის, ტარიელ ონიანის, შვილის ქორწილში ვიყავი, რომლის ნათლიაც ვარ. მაინტერესებს, რა ენაზე უნდა დამელოცა ისინი, თუ პატარძალი რუსულენოვანია?" - რას წერს პაატა ბურჭულაძე - კვირის პალიტრა

"ჩემი დიდი ხნის მეგობრის, ტარიელ ონიანის, შვილის ქორწილში ვიყავი, რომლის ნათლიაც ვარ. მაინტერესებს, რა ენაზე უნდა დამელოცა ისინი, თუ პატარძალი რუსულენოვანია?" - რას წერს პაატა ბურჭულაძე

ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი და პო­ლი­ტი­კო­სი პაატა ბურჭულაძე ნათ­ლუ­ლის, უშბა ონი­ა­ნის ქორ­წილის ვიდეოს ეხმაურება და სოცუალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

548986380-24667470572865168-4659521908425787360-n-1758610135.jpg

"გუ­შინ­წინ ვი­ყა­ვი მცხე­თა­ში ჩემი დიდი ხნის მე­გობ­რის, ტა­რი­ელ ონი­ა­ნის, შვი­ლის ქორ­წილ­ში, რომ­ლის ნათ­ლი­აც ვარ. "ტვ. იმედ­მა" გა­მო­მი­ჭი­რა და­ნა­შა­ულ­ზე იმა­ში, რომ ნეფე-პა­ტარ­ძლის სა­დღეგ­რძე­ლო რუ­სუ­ლად ვთქვი. მა­ინ­ტე­რე­სებს თუ რა ენა­ზე უნდა და­მე­ლო­ცა ისი­ნი, თუ პა­ტარ­ძა­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნია? "ტვ.ნა­დეჟ­დას" რჩე­ვა არ მო­უ­ცია. ამ­ჯე­რად მარ­ტო გა­მაკ­რი­ტი­კა. ამა­ზეც დი­ი­ი­ი­ი­ი­ი­ი­დი მად­ლო­ბა!!!" - წერს სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღება ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტორ­ტე­ტის ტა­რი­ელ ონი­ა­ნის შვი­ლის ქორ­წი­ლმა მიიპყრო. ქორწილში იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, მათ შორის პაატა ბურჭულაძეც, რომელიც უშბას ნათლიაა.