ხან მეთევზე, ხან ნაყინის გამყიდველი... - ვინ არის იდუმალი ქალი, რომელიც მუდამ პუტინის გვერდითაა
მედიის წარმომადგენლებმა საინტერესო ფაქტი გამოავლინეს - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სხვადასხვა ფოტოზე, მის გვერდით ხშირად იმყოფება ახალგაზრდა, ქერათმიანი ქალი, რომელიც ხან ქარხნის მუშად გვევლინება, ხან მეთევზედ, ხან ნაყინის გამყიდველად.
ქალი, რომელსაც პირობითად ეკატერინა საფონოვა დაარქვეს, პირველად 2016 წლის სექტემბერში გამოჩნდა - როცა ნოვგოროდის რეგიონში, ტბაზე მეთევზეებთან ერთად, პუტინის გვერდით დააფიქსირეს.

შემდეგ წელს ის უკვე ეკლესიაში გადაიღეს, როდესაც როგორც მორწმუნე, პუტინთან ერთად ნოვგოროდის მონასტერში გამართულ შობის ლიტურგიას ესწრებოდა.
მალევე ხუმრობით“აგენტ კორნეტოდ“ მონათლული იდუმალი ქალი საერთაშორისო ავიაციისა და კოსმოსური შოუს ფარგლებში გამართულ გამოფენაზე გამოჩნდა და პუტინს ნაყინით გაუმასპინძლდა.
კიდევ ერთხელ, სპეცტანსაცმელში გამოწყობილი “აგენტი კორნეტო“ მუშებს შორის, ქარხანაში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს გადაიღეს, თუმცა როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, მუშები ისევე როგორც “კორნეტო“ სინამდვილეში შესაძლოა, პუტინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. გააგრძელეთ კითხვა