"სრუ­ლი­ად ქოცქა­ლე­ბი, თა­ვი­ან­თი მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ ასი­ა­მოვ­ნებ­დნენ ივა­ნიშ­ვილს ისე, რო­გორც ეს სა­მა­დაშ­ვილს გა­მო­უ­ვი­და" - რას წერს მაია ნადირაძე სალომე სამადაშვილზე? - კვირის პალიტრა

"სრუ­ლი­ად ქოცქა­ლე­ბი, თა­ვი­ან­თი მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ ასი­ა­მოვ­ნებ­დნენ ივა­ნიშ­ვილს ისე, რო­გორც ეს სა­მა­დაშ­ვილს გა­მო­უ­ვი­და" - რას წერს მაია ნადირაძე სალომე სამადაშვილზე?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ყო­ფი­ლი ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი მაია ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად "ლე­ლოს" პო­ლი­ტი­კურ მდი­ვან­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფილ წევ­რზე სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­ზე კრი­ტი­კუ­ლად სა­უბ­რობს.

"სრუ­ლი­ად ქოცქა­ლე­ბი, თა­ვი­ან­თი მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ ასი­ა­მოვ­ნებ­დნენ ივა­ნიშ­ვილს ისე, რო­გორც ეს სა­მა­დაშ­ვილს გა­მო­უ­ვი­და.

მა­გან ისე იცის პო­ლი­ტი­კა, რო­გორც მე კვან­ტუ­რი მე­ქა­ნი­კა. მე ის მა­ინც ვიცი, რომ არ ვიცი, კვან­ტუ­რი მე­ქა­ნი­კა.

ეს “ღვაწლ­მო­სი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი” გვიმ­ტკი­ცებს, რომ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი და რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, არ­ჩევ­ნებ­ში უნდა მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ ის და­ვა­სუს­ტოთ.

არც ვიცი რო­გორ დავ­ცი­ნო, უმარ­ტი­ვე­სი ირო­ნი­აც კი მის­თვის შე­იძ­ლე­ბა გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდეს. ირო­ნია კი არა, ფაქ­ტე­ბიც არ იცის. ამის გად­მო­სა­ხე­დი­დან ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში მა­დუ­რო და­მარ­ცხე­ბუ­ლია უკვე არ­ჩევ­ნე­ბით…

ეს გა­ბღენ­ძი­ლი მედ­რო­ვე ქალი იქით იყოს და კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო:

“ყვე­ლა გა­ვერ­თი­ან­დეთ” არ არის სწო­რი ფორ­მუ­ლა, როცა იქ სა­მა­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

“გა­ვერ­თი­ან­დეთ ყვე­ლა ვი­საც გული გვერ­ჩის და ქვე­ყა­ნა გვიყ­ვარს. “მა­ინც ძა­ლი­ან ბევ­რნი ვართ, რომ ეს ზე­და­პირ­ზე ამო­ტივ­ტი­ვე­ბუ­ლი ნა­გა­ვი გა­დავ­რე­ცხოთ, თა­ვის სა­მა­დაშ­ვი­ლე­ბი­ა­ნად".

ambebi.ge