"ტარიელ ონიანთან ტორღიალზე გამახსენდა..."პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის და ხაზარაძის სიტუაციური "კუკლაა"...." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"ტარიელ ონიანთან ტორღიალზე გამახსენდა..."პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის და ხაზარაძის სიტუაციური "კუკლაა"...." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"მეგობრებო, პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის და ხაზარაძის სიტუაციური "კუკლაა" ისეთი ერთობების ასარევად, სადაც ბელადი და ფულის ტომარა ძალაუფლების წყარო/ყურადღების ცენტრში არ არიან", - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ასე არტყმევინეს წიხლები სალომე ზურაბიშვილზე.ახლა დემოკრატიული ძალების ძალისხმევას აბიაბურებინებენ იმით, რომ 4 ოქტომბერს იჯადოქრებს (დავინახავთ, რეალურად რა შეუძლია ბატონ პაატას). ის საბჭოთა-მაფიოზური წარმოდგენების დელუზიური ბერიკაცია და მისი სერიოზულად მიღება მიმღებებზე მეტს ამბობს, ვიდრე თავად ბურჭულაძეზე.ერთადერთი, რის გარანტიასაც გაძლევთ ისაა, რომ ოლიგარქიის წარღვნაში მოყვება და პოლიტიკიდან გაქრება ცუდი სიზმარივით.

პ.ს. ტარიელ ონიანთან ტორღიალზე გამახსენდა", - წერს ჩერგოლეიშვილი.