უკრაინელებმა რუსული სუ-34 ჩამოაგდეს - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა რუსული სუ-34 ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული „სუ-34“-ის ტიპის გამანადგურებელი მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც იგი ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევებს ახორციელებდა.

„მტრის „სუ-34“ ჩამოგდებულია!“, - განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული გამანადგურებელი დაახლოებით დილის 4 საათზე ჩამოაგდეს.

"ინტერპრესნიუსი"