"ეს გოგონა არის ბაჩო ახალაიას შვილი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია და წლებია სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან", - რას წერს პაატა ბურჭულაძე - კვირის პალიტრა

"ეს გოგონა არის ბაჩო ახალაიას შვილი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია და წლებია სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან", - რას წერს პაატა ბურჭულაძე

"რუსთავი -2" რამოდენიმე დღეა დამდევს და ეძებს ჩემს, მურთაზ ზოდელავას და ბაჩო ახალაიას ურთიერთობას", - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია და წლებია სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან. ასე, რომ არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა. "რუსთავი 2 - ს" კი მინდა დავუდასტურო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ გვყავს მონათლული არც ერთი ,,ოცნების" ოჯახის წევრი. მადლობა ყურადღებისათვის", - წერს ბურჭულაძე.