„ჩემი მარაგი“ - განახლებული ასორტიმენტი - კვირის პალიტრა

„ჩემი მარაგი“ - განახლებული ასორტიმენტი

1-ელი ოქტომბრიდან ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს და ასორტიმენტს ახალი პროდუქტებით აფართოებს. ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი გემოვნებისა და საჭიროების მიხედვით იპოვონ სასურველი პროდუქტი და მიიღონ ის სახლიდან გაუსვლელად.

შემოდგომის ახალი ასორტიმენტი მოიცავს თხილეულის კარაქებს, მურაბებს, გრანოლებსა და საკონდიტრო ნაწარმს.

ყველა პროდუქტი მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით შეირჩა, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო როგორც ხარისხს, ასევე გემოვნურ მახასიათებლებს.

თხილეულის კარაქი

ჩვეულებრივი კარაქი ხშირად უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე, ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები მას იშვიათად მიირთმევენ. თუმცა, როცა საქმე თხილეულის კარაქს ეხება, ყველაფერი სრულად სხვანაირადაა.

თხილეული ნამდვილი ვიტამინებისა და მინერალების საბადოა. ის განსაკუთრებით მდიდარია მაგნიუმითა და კალიუმით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. მართალია, თხილეულისგან მინერალების ათვისება ყოველთვის 100%-ით ვერ ხერხდება, თუმცა მისგან დამზადებული კარაქი ხელს უწყობს ორგანიზმს, უკეთ შეიწოვოს საჭირო ვიტამინები.

„ჩემი მარაგის“ თხილეულის კარაქები - ნუში, ქეშიუ, მიწისთხილი, შოკოლადი და ქოქოსი - არის უგლუტენო, ვეგანური და შაქრის გარეშე.

  • ნუშის კარაქი მაგნიუმით არის მდიდარი და იდეალური არჩევანია აქტიური ცხოვრების მქონე ადამიანებისთვის.
  • მიწის თხილის კარაქი კლასიკური, მსუბუქი გემოთი გამოირჩევა.
  • ქეშიუს კარაქი საუკეთესოა მათთვის, ვინც მსუბუქ, მაგრამ ნოყიერ პროდუქტს ეძებს.
  • შოკოლადის კარაქი ტკბილეულის სასარგებლო ალტერნატივაა.
  • ქოქოსის კარაქი კი თავისი ეგზოტიკური არომატით დესერტებს უნიკალურ, დახვეწილ და განსხვავებულ გემოს სძენს.

გრანოლა

გრანოლა, ისევე როგორც თხილეულის კარაქი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მას ხშირად იყენებენ წონის კონტროლისას, რადგან იწვევს ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნებას და ავსებს ორგანიზმს ენერგიით. საუზმის მომზადება გრანოლათი ძალიან მარტივია: მხოლოდ რძის ან იოგურტის დამატებით გემრიელი და ჯანსაღი საუზმე გარანტირებულია, რომელიც სავსეა უჯრედისით, პროტეინითა და აუცილებელი ნუტრიენტებით.

„ჩემი მარაგის“ გრანოლა მრავალფეროვანი გემოებითაა წარმოდგენილი:

  • გრანოლა თაფლით და ტროპიკული ხილით
  • გრანოლა თაფლით და კენკრით
  • გრანოლა თაფლით და მარწყვით
  • გრანოლა თაფლით, შოკოლადით და კარამელით
  • გრანოლა თაფლით, შოკოლადით და თხილეულით

რაფინირებული შაქრისგან განსხვავებით, თაფლი არა მხოლოდ ბუნებრივი დამატკბობელია, არამედ შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მინერალებსა და ვიტამინებს. სწორედ ამიტომ „ჩემი მარაგის“ გრანოლა საუზმის ჯანსაღი არჩევანია.

მურაბები

შემოდგომის დადგომასა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ქართულ ოჯახებში მურაბის მოხმარება განსაკუთრებით იზრდება. მისი ტკბილი გემო და ნატურალური არომატი დესერტებს იდეალურად ერწყმის. „ჩემი მარაგის“ მურაბების ასორტიმენტი კი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის სასურველ გემოს.

ჟოლოს მურაბა - იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას მომჟავო გემოს ანიჭებს.

მარწყვის მურაბა - მსუბუქი და არომატულია. უხდება დესერტებს.

გარგარის მურაბა - მათთვის, ვინც ტკბილისა და მომჟავო გემოების კომბინაციას ეძებს.

მაყვლის მურაბა - გამოირჩევა ხანგრძლივი არომატით და მსუბუქი მჟავიანობით.

საზამთროს მურაბა - ახასიათებს იშვიათი და ეგზოტიკური გემო, რომელიც დესერტებს განსაკუთრებულობას სძენს.

საკონდიტრო პროდუქტები

„ჩემი მარაგის“ საკონდიტრო ნაწარმის კატეგორიას დაემატა 5 ახალი პროდუქტი: ვანილის შაქარი, ჟელატინი, შაქრის ფხვნილი, ლიმონის მჟავა და ქოქოსის ფანტელი. პროდუქტები გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გემოვნური მახასიათებლებით, იდეალურია ცხობისას. მათი დახმარებით შეიძლება შეიქმნას საუცხოო დესერტები, კექსები და კრემები.

ვანილის შაქარი - გამოიყენება კრემების, კექსებისა და სხვა ტკბილეულის მოსამზადებლად, გამოირჩევა ნაზი, ხავერდოვანი არომატით.

ჟელატინი - სძენს დესერტებს უნიკალურ სტრუქტურას და უზრუნველყოფს მათი ფორმის შენარჩუნებას.

შაქრის ფხვნილი - გამოიყენება დესერტების დეკორირებისას და კრემების მომზადებისას.

ლიმონის მჟავა - იდეალურია მსუბუქი მომჟავო გემოს მოყვარულებისთვის, ტკბილეულს კი კონტრასტულ არომატს სძენს.

ქოქოსის ფანტელი - განსაკუთრებული არომატის მქონე იდეალური ეგზოტიკური საკონდიტრო პროდუქტია.

ონლაინ მაღაზია ,,ჩემი მარაგი“ 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, მათ შორის თხილეულს, ჩირეულს, მარცვლეულს, ბურღულეულს, საკონდიტრო პროდუქტებს, სანელებლებსა და ბაკალეას დიდ ასორტიმენტს აერთიანებს. შეკვეთა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ხოლო მიწოდებს სერვისი ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე უფასოა.

032 2 42 47 97

www.chemimaragi.ge

www.facebook.com/chemimaragi

R