ტრამპმა მსოფლიოში უძლიერესი ავიამზიდი და ბომბდამშენები ახლო აღმოსავლეთისკენ დაძრა - დაარტყამენ ჰუსიტებს თუ გაუმეორებენ ირანს?! - კვირის პალიტრა

ტრამპმა მსოფლიოში უძლიერესი ავიამზიდი და ბომბდამშენები ახლო აღმოსავლეთისკენ დაძრა - დაარტყამენ ჰუსიტებს თუ გაუმეორებენ ირანს?!

დღეიდან აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. "შათდაუნი" ოფიციალურად დაიწყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომ წამოეწყო ამერიკული სამხედრო მანქანის მნიშვნელოვანი კომპონენტების გადასროლა ახლო აღმოსავლეთის რეგიონისკენ...

მსოფლიოში უძლიერესი ამერიკული ატომური ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი, იმის ნაცვლად, რომ ჩრდილოეთ ევროპის ზღვებში ედრეიფა, როგორც ეს წინასაწარ იყო დაგეგმილი, მიადგა ჰიბრალტარის სრუტეს და ხმელთაშუა ზღვის გავლით, თანმხლებ სამხედრო ესკადრასთან ერთად, საბრძოლო პოზიციას დაიკავებს ან წითელ ზღვაში, ან კიდევ არაბეთის ზღვაში.

ამის პარალელურად, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან ევროპის საჰაერო სივრცის გავლით, კატარის ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ჩაფრინდნენ KC-135 Stratotanker და KC-46 Pegasus-ის ტიპის საჰაერო ტანკერები, რაც იმას მოასწავლებს,რომ ისინი გამოყენებულნი იქნებიან ამერიკული დამრტყმელი თვითმფრინავების ჰაერში საწვავით გასამართად, მაგრამ ვის უნდა დაარტყას ტრამპის იმ არმიამ, რომლის ასობით გენერალსა და ადმირალს გუშინ ომის მინისტრმა ჰეგსეტმა და თავად ტრამპმა „კაბების გახდა, წვერის მოპარსვა და ცხიმების დაყრა“ კატეგორიულად მოსთხოვეს და ომისთვის სამზადისის დაწყება უბრძანეს?

ახლო აღმოსავლეთისკენ ამერიკული საავიამზიდო დაჯგუფების, საჰაერო ტანკერების და საბრძოლო თვითმფრინავების „მიგრაცია“(ამერიკული ბაზებიდან გუშინ B-1B Lancer-ის ტიპის სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიც გამოფრინდნენ ახლო აღმოსავლეთისკენ) იმას უნდა მიანიშნებდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ახალ „მოგებიან“ მცირე ომს გეგმავს იემენელი ჰუსიტების ან ისევ ირანელი აიათოლების წინააღმდეგ.

საითაც მსოფლიოში უძლიერესი ამერიკული ატომური ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ მიემართება, იქ ომის დაწყებას უნდა მოელოდე...

აშშ-სა და ჰუსიტებს შორის აქამდე დადებული იყო ერთგვარი ზავი, რომლის თანახმადაც, ჰუსიტები არ ეხებოდნენ წითელ ზღვასა და ადენის სრუტეში მცურავ ამერიკულ სავაჭრო გემებს და არც ამერიკელები ბობავდნენ ჰუსიტების ქალაქებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ახალი ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო ღაზის სექტორში, ჰუსიტები ისევ ძველებურს დაუბრუნდნენ და ორი დღის წინ ბალისტიკური რაკეტით დააზიანეს ბერძნული გემი, ამასთან დაიმუქრნენ - წითელი ზღვიდან არაბეთის ზღვაში და პირიქით, არ გავატარებთ ისრაელთან და აშშ-სთან დაკავშირებულ არც ერთ გემსო...

ჩრდილო-ამერიკის კონტინენტიდან გამოფრენილი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები B-1B Lancer-ები „ხალიჩისებური“ დაბომბვებისთვის არა ერთხელ გამოუყენებია პენტაგონს...

ამიტომაც, სრულიად შესაძლებელია, რომ წითელ ზღვაში მოდრეიფე ამერიკული ატომური ავიამზიდიდან - „ფორდიდან“ აფრენილმა გემბანის დამრტყმელმა თვითმფრინავებმა სამიზნეებად სწორედ ჰუსიტების სახმელეთო პოზიციები აირჩიონ...

ასევე დაგაინტერესებთ: "პენტაგონში "კაბიანი ბიჭები" ვეღარ გაივლიან“-ომის მინისტრის მუქარა და მხარდაჭერა ტრამპისგან-„რომელი გენერალიც არ დამეთანხმება, გავაგდებ...“

აფხაზი "ბალუ" გააგორეს - განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული აფხაზურ-ოსური ბრიგადა "პიატნაშკა": როგორ ნადირობენ უკრაინელები "ჩვენებურ" სეპარატისტებზე

საჰაერო შეტევა მოსკოვზე: შურისძიება კიევის სასტიკი დაბომბისთვის - ტრამპმა ზელენსკის მწვანე შუქი აუნთო?!

ისტორია მეორდება - ბელორუსიდან ევროპას პუტინის ბირთვულქობინიანი „ორეშნიკები“ ისევე დაემუქრებიან, როგორც 50 წლის წინ ნადირაძის „პიონერები“...

თუმცა არ არის გამორიცხული მეორე ვარიანტიც - ტრამპმა ნეთანიაჰუსთან ერთად გაიმეოროს ერთობლივი საჰაერო იერიშები იმ ირანის წინააღმდეგ, რომლის წინააღმდეგაც სამი დღის წინ ავტომატურად ამოქმედდა დროებით შეჩერებული ევროპული სანქციები და რომელიც აგრძელებს გადაიარაღებას, მათ შორის - რუსეთიდან მიწოდებული საბრძოლო თვითმფრინავებით...

ვინ აღმოჩნდება ტრამპის სამხედრო მანქანის სამიზნეში - იემენელი ჰუსიტები თუ ირანელი აითოლები?

უეჭველია, რომ ეს პირველ რიგში სურს იმ ისრაელს, სადაც თვლიან -12-დღიანი ომით ირანის ბირთვული პოტენციალის სრული განადგურება ვერ მოხერხდა და სანამ აშშ-ის სათავეში ტრამპია, მოასწრონ და გაერთიანებული ძალებით ახალი დარტყმები მიაყენონ ირანს, აიათოლების ხელისუფლების ჩამოშლის პერსპექტივით...