"ტალღები თავზე გადადიოდა, სიცხე მქონდა.. ამიტომ უკან დავბრუნდი" - სააკაშვილის თქმით, საქართველოში ჩამოსვლას 2021 წლის არჩევნებამდე გეგმავდა და ხელი შტორმმა შეუშალა - კვირის პალიტრა

"ტალღები თავზე გადადიოდა, სიცხე მქონდა.. ამიტომ უკან დავბრუნდი" - სააკაშვილის თქმით, საქართველოში ჩამოსვლას 2021 წლის არჩევნებამდე გეგმავდა და ხელი შტორმმა შეუშალა

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 4 წლის წი­ნან­დელ მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და და­ა­კა­ვეს:

"2021 წლის სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს დავ­ტო­ვე ჩემი ლა­მა­ზი ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი კი­ე­ვის გა­რე­უ­ბან­ში (ეს იყო ყვე­ლა­ზე კარ­გი სახ­ლი რო­მე­ლიც რო­დის­მე მქო­ნია) გა­ვი­ა­რე ჩემს სამ­სა­ხურ­ში, პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, სა­დაც ჩემი დიდი კა­ბი­ნე­ტი მი­სა­ღე­ბით პირ­და­პირ ზე­ლენ­სკის კა­ბი­ნე­ტის ზე­მოთ იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი და სა­დაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი მქონ­და. მო­ვა­წეს­რი­გე სა­ბუ­თე­ბი და გა­ვემ­გზავ­რე პირ­და­პირ ოდე­სა­ში. ამ ჩემს უსაყ­ვარ­ლეს ქა­ლაქ­ში, რო­მელ­შიც ადრე გუ­ბერ­ნა­ტო­რი ვი­ყა­ვი და სა­ი­და­ნაც 230 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზა ავა­შე­ნე ევ­რო­კავ­ში­რის სა­ზღვრამ­დე. ბო­ლო­ჯერ ჩა­ვე­ხუ­ტე ალი­სას და გა­ვემ­გზავ­რე პორ­ტის­კენ, რო­მელ­საც ჩემი გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის დროს გა­და­ვარ­ქვით სა­ხე­ლი ლე­ნი­ნის მი­ხედ­ვით დარ­ქმე­უ­ლი ილი­ჩოვ­სკი­დან.

ჩერნ­ო მორსკზე დავ­ჯე­ქი ბო­რან­ზე და გა­ვემ­გზავ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს არ იყო ჩემი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის. ერთი წლით ადრე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში დავ­ჯე­ქი კა­ტერ­ზე და წა­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. გზი­დან ჩა­ვერ­თე დიდ მი­ტინგს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე პირ­და­პირ კა­ტე­რის ტრი­უ­მი­დან. რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბი­დან სო­ჭის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5 კი­ლო­მეტრში კა­ტერს კარ­გად არ­ყევ­დნენ ტალ­ღე­ბი და ამი­ტომ თბი­ლის­ში ეკ­რან­ზეც იგ­რძნო­ბო­და ეს რყე­ვა. შე­იძ­ლე­ბო­და დარ­ჩე­ნო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ კა­მე­რის ოპე­რა­ტორს უყან­ყა­ლებ­და ხელი. ჩარ­თვის შემ­დეგ ბა­თუ­მის­კენ გა­ვაგ­რძე­ლეთ გზა. გზა­ში ჩერ­ჩი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ას ვკი­თხუ­ლობ­დი.

რო­გორც ჩანს ჩვე­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო სიგ­ნა­ლი გა­და­ი­ჭი­რეს და ბა­თუმ­ში გა­მო­ცხად­და გან­გა­ში. სპეც­რაზ­მი მო­იყ­ვა­ნეს მზად­ყოფ­ნა­ში (რაც მათ­მა მებ­რძო­ლებ­მა შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს) ივა­ნიშ­ვი­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სას­წრა­ფოდ ჩა­ვი­და იქ. ამა­სო­ბა­ში ატყდა დიდი შტორ­მი, რო­მელ­მაც სე­რი­ო­ზუ­ლად დაგ­ვა­მუხ­რუ­ჭა, ტალ­ღე­ბი თავ­ზე გა­და­დი­ო­და, ტრი­უმ­ში მთე­ლი ავე­ჯი და­იმ­ტვრა და თან გზა­ში ჩემი ჯერ კი­დევ ევ­რო­პა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი კო­ვი­დი საკ­მა­ოდ გა­მიმწვავ­და, სი­ცხე მქონ­და და სა­ტუ­რა­ცია 87-ზე ჩა­მო­მი­ვი­და. თით­ქოს ყვე­ლა ფაქ­ტო­რი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ამოქ­მედ­და და მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკან დაბ­რუ­ნე­ბის.

ამი­ტომ 2021-ში კა­ტერ­ზე უარი ვთქვი და უფრო სა­ი­მე­დო თუმ­ცა უფრო სა­რის­კო აღ­მო­ჩე­ნის კუ­თხით, ბორ­ნით წა­მო­ვე­დი. რა­ტომ მი­ვა­ტო­ვე ჩემი ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც დიდ პა­ტივს მცემ­დნენ? უბ­რა­ლოდ აღარ შე­მეძ­ლო ძა­ლი­ან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნად­გუ­რე­ბის ყუ­რე­ბა. 20 ივ­ნი­სის შემ­დეგ საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბაც მძლავ­რად და­ი­წყო და მე არ მი­მაჩ­ნდა სა­მარ­თლი­ა­ნად შო­რი­დან, უსაფრ­თხო დის­ტან­ცი­ი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა.და­ახ­ლო­ე­ბით ამ დროს წა­ვი­კი­თხე ფი­ლო­სო­ფო­სის, ნა­სიმ ტა­ლე­ბის, ამ­სტერ­დამ­ში ნა­ყი­დი წიგ­ნი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და თე­ო­რი­ას რომ თუ ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბა გინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­აგ­დო შიგ სა­კუ­თა­რი ტყა­ვი.და მე გა­დავ­წყვი­ტე სა­კუ­თა­რი ტყა­ვის შეგ­დე­ბა.

არა უბ­რა­ლოდ წარ­სულ დამ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე აპე­ლი­რე­ბა არა­მედ ახალ ბრძო­ლა­ში ყვე­ლაფ­რის გა­რის­კვა.რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი რომ შე­იძ­ლე­ბა გზა­ში მო­ვე­კა­ლით, რომ თით­ქმის 100%-ით ცი­ხე­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, რომ იქ შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად მომ­ქცე­ოდ­ნენ, (სი­ნამ­დვი­ლე­ში მომ­წამ­ლეს და მირ­ტყეს, რა­მაც ჩემს მო­ლო­დინ­საც გა­და­ა­ჭარ­ბა) მაგ­რამ მა­ში­ნაც და ახ­ლაც იმე­დი მქონ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე­ო­ბის და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის.დღეს სრულ­დე­ბა 4 წელი რაც ცი­ხე­ში ვარ.

აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია, თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, მაგ­რამ ერთი წუ­თით არ გამ­ნე­ლე­ბია ბრძო­ლის ჟინი, მა­ში­ნაც როცა სიკ­ვდი­ლის პი­რას ვი­ყა­ვი და ახ­ლაც როცა 4 ოქ­ტომ­ბერს ვე­ლო­დე­ბი.დიახ ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი შევ­წი­რე ამ ბრძო­ლას, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, რომ კი­დევ უფრო კარ­გი წლე­ბი წინ გვაქვს.ცი­ხი­დან და­უს­წრებ­ლად გა­ვი­ცა­ნი და და­ვუ­მე­გობ­რდი ბევრ ახალ­გაზ­რდა თა­ნა­მებ­რძოლს. ისი­ნი დიდი ენერ­გი­ას მაძ­ლე­ვენ და ჩემი ვა­ლია მათ და­ვუდ­გე გვერ­დით ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში.ყვე­ლა­ნი რუს­თა­ველ­ზე 4 ოქ­ტომ­ბერს!ყვე­ლა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის!" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.