პუტინს  მეორე ჩერნობილის მოწყობა სურს?! - რა საშინელება ემუქრება ევროპას - კვირის პალიტრა

პუტინს  მეორე ჩერნობილის მოწყობა სურს?! - რა საშინელება ემუქრება ევროპას

1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ატომურ რეაქტორზე მძიმე ავარია მოხდა, რის შედეგაც ატმოსფეროში გამოიტყორცნა მაღალრადიოაქტიური რადიონუკლიდები, რომლებმაც 200 ათას კვ.კმ-ზე მეტი ფართობი რადიოაქტიურად დააბინძურეს...

2025 წლის 1 ოქტომბერს კი ერთხელ უკვე აფეთქებული ჩერნობილის ატომური რეაქტორი მეორედ აღმოჩნდა კატასტროფის განმეორების საშიშროების წინაშე, როდესაც რუსულმა კამიკაძე-დრონებმა - „გერანებმა“ შეტევა მიიტანეს ქალაქ სლავუტიჩის ელექტროსადგურზე, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა ჩერნობილის დახურული ატომური ელექტროსადგურის იმ საცავზე, სადაც გამოყენებული ბირთვული საწვავის ნარჩენები ინახება და იქ აუცილებელია ერთი ტემპერატურის შენარჩუნება, რისთვისაც ელექტროდენია საჭირო.

მაგრამ, კიდევ უფრო კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა იმ ახალი სარკოფაგისთვის, რომელიც გადაფარებულია კატასტროფაგანცდილი ჩერნობილის მეოთხე ატომური რეაქტორის თავზე, რათა იქიდან არ გაგრძელდეს მაღალრადიოაქტიური რადიონუკლიდების შემცველი ნაწილაკების გაბნევა ატმოსფეროში.

ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ოპერატიულად მოხდა დიზელ-გენერატორების ამუშავება და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი აგრეგატებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა ასეთ რეჟიმში სრული რადიაციული სტაბილურობის დიდი ხნით შენარჩუნება შეუძლებელია, სანამ სტაბილური ენერგომომარაგება არ აღდგება.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი გამიზნულად უტევს ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურს, თითქოს სურს „მეორე ჩერნობილის“ გამოწვევა - პირველი მცდელობა ომის დაწყებისთანავე, 2022 წლის 24 თებერვალს მოხდა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო არმიის შენაერთები ბელარუსის ტერიტორიიდან სწორედ ჩერნობილის მიმართულებაზე შეიჭრნენ და რამდენიმე თვეს ოკუპირებული ჰქონდათ ის.

მეორე საშიში ინციდენტი 2025 წლის 14 თებერვალს მოხდა, როდესაც რუსული „შაჰიდი“ დაეჯახა ჩერნობილის მეოთხე ატომური რეაქტორის თავზე აგებულ ახალ სარკოფაგს და ის სერიოზულად დააზიანა, რამაც გააჩინა ატმოსფეროში მაღალრადიოაქტიური ნაწილაკების გაბნევის საშიშროება, როგორც ეს 1986 წლის აპრილის კატასტროფის დროს მოხდა.

თუმცა, გარდა ჩერნობილისა, არანაკლებ და შეიძლება კიდევ უფრო საშიში სიტუაციაა შექმნილი ევროპაში უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რუს სამხედროებს 2022 წლის 1 მარტიდან აქვთ ოკუპირებული.

1-chern-1759394635.png
პუტინს უკრაინის დანგრევის გარდა, მისი რადიაციული დაბინძურებაც სურს?

მართალია, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსივე ატომური ენერგობლოკის მუშაობა შეაჩერეს და ისინი აღარ გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, მაგრამ მათგან ორი ატომური რეაქტორი „ცხელი შეჩერების“ რეჟიმში იმყოფება ანუ ცხელი ორთქლით უზრუნველყოფენ თავად ატომური ელექტროსადგურისა და მიმდებარე ქალაქის - ენერგოდარის მოთხოვნილებებს.

...და უკვე მეშვიდე დღეა, რაც ზაპოროჟიეს გაჩერებული ატომური ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია (ელექტროგადამცემ ხაზებზე მორიგი აფეთქებების შედეგად) და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ატომური რეაქტორების გაგრილების სისტემისთვის... ავარიული დიზელ-გენერატორების საშუალებით ხორცილდება, მაგრამ როდემდე იმუშავებენ ისინი?

იაპონიაში, ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე, 2011 წლის 11 მარტს რადიაციული ავარია სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ცუნამის ტალღები შევარდნენ ნაპირთან აშენებული ამ ატომური ელექტროსადგურის სარდაფებში და დატბორეს იქ დამონტაჟებული ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობები, რამაც სადგურს მუდმივი დენი გაუთიშა. ამის დროებით კომპენსირება შესაძლებელი იქნებოდა ავარიული დიზელ-გენერატორების ჩართვით, რომ... ისინიც სარდაფებში არ ყოფილიყვნენ განთავსებულნი და არ დატბორილიყვნენ. შესაბამისად, გაგრილების სიტემის გარეშე დარჩენილი ბირთვული საწვავი სამ ატომურ რეაქტორში გალხვა, ტემპერატურამ კრიტიკულამდე აიწია, გამოიყო წყალბადი, დაგროვდა „მრგვინავი აირი“ და აფეთქებამაც არ დააყოვნა, რამაც დაარღვია ამ ატომური რეაქტორების ჰერმეტულობა და ატმოსფეროში იოდისა და ცეზიუმის მაღალრადიოაქტიური იზოტოპები გამოიტყორცნა...

2-chern-1759394635.png
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფაგანცდილი მეოთხე ატომური ენერგობლოკის თავზე აგებულ ახალ სარკოფაგს წლის დასაწყისში რუსული დრონი შეეჯახა და აფეთქდა...

თავის დროზეც ჩერნობილში მეოთხე ატომური რეაქტორის ავარიის დინამიკაც დაახლობით ასეთი სცენარით წარიმართა, როდესაც მომსახურე პერსონალმა, ექსპერიმენტის მიზნით, შეგნებულად შეამცირა რეაქტორის გაგრილების სისტემის ეფექტიანობა...

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპმა მსოფლიოში უძლიერესი ავიამზიდი და ბომბდამშენები ახლო აღმოსავლეთისკენ დაძრა - დაარტყამენ ჰუსიტებს თუ გაუმეორებენ ირანს?!

"პენტაგონში "კაბიანი ბიჭები" ვეღარ გაივლიან“-ომის მინისტრის მუქარა და მხარდაჭერა ტრამპისგან-„რომელი გენერალიც არ დამეთანხმება, გავაგდებ...“

აფხაზი "ბალუ" გააგორეს - განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული აფხაზურ-ოსური ბრიგადა "პიატნაშკა": როგორ ნადირობენ უკრაინელები "ჩვენებურ" სეპარატისტებზე

საჰაერო შეტევა მოსკოვზე: შურისძიება კიევის სასტიკი დაბომბისთვის - ტრამპმა ზელენსკის მწვანე შუქი აუნთო?!

და ასეთივე რადიაციული კატასტოფის წინაშე დგას უკრაინის ზაპოროჟიეს, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელსაც ერთი კვირაა, ელექტროენერგია მხოლოდ ავარიული დიზელ-გენერატორების საშუალებით მიეწოდება და ერთ-ერთი მათგანი უკვე გამოვიდა მწყობრიდან, ინტენსიური მუშაობის შედეგად...

3-chern-1759394635.jpeg
ევროპაში უდიდეს ზაპოროჟიეს ექვს ატომურრეაქტორიან ელექტროსადგურს რამე რომ მოუვიდეს...

რუსეთი კი აგრძელებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციას და არც ფიქრობს მის დატოვებას. შესაბამისად, სწორედ მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა, თუკი ზაპოროჟიეს ატომურ რეაქტორებს რამე საშინელება მოუვათ, მაგრამ რუსი ოკუპანტები კი მოასწრებენ თავის შველას, ხოლო ჩერნობილის შემდეგ მეორე „აფეთქებული“ ატომური რეაქტორიც ხომ ისევ უკრაინის მიწაზე დარჩება?

როგორც ჩანს, კრემლი კვლავ ცდილობს გაიმეოროს 2023, 2024 და 2025 ახალი წლების სცენარი, როდესაც უკრაინის ენერგოსისტემის ელექტროსადგურებსა და თბოსადგურებზე სისტემტური საჰაერო შეტევების შედეგად სურდა სრული "ბლეკაუტის" მოწყობა და მილიონობით უკრაინელის დენისა და სითბოს გარეშე დატოვება, ზამთრის პერიოდში.

ამის საპასუხოდ კიევიდან აცხადებენ, რომ „ელექტროშურისძიებას“ თვით მოსკოვზე განახორციელებენ და რუსეთის დედაქალაქს სრულიად ჩააბნელებენ...