არ ვართ „ქაღალდის ვეფხვი“ თუ მაგრები არიან, ნატო შეგვებრძოლოს რუსეთს - პუტინის მწარე რეაქცია ტრამპის შერქმეულ სახელზე - კვირის პალიტრა

პუტინის მწარე რეაქცია ტრამპის შერქმეულ სახელზე - არ ვართ „ქაღალდის ვეფხვი“! თუ მაგრები არიან, ნატო შეგვებრძოლოს რუსეთს

„ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის მორიგი შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბრაზს ვერ მალავდა იმის გამო, თუ როგორ მოიხსენია მისმა ამერიკელმა კოლეგამ უკვე ორჯერ...

პრეზიდენტ ტრამპის გამონათქვამი დაახლოებით ასე ჟღერდა -უკრაინას შეუძლია ამ ომში გამარჯვება და თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რადგან რუსეთი „ქაღალდის ვეფხვი“ აღმოჩნდა, რომელმაც მეოთხე წელია, უდიდესი დანაკარგების მიუხედავად, ვერ შეძლო უკრაინის დამორჩილებაო...

ახალი ზედმეტსახელი, „ქაღალდის ვეფხვი“, ძალზე მოხვდა გულზე პუტინს და საპასუხოდ განაცხადა - „ქაღალდის ვეფხვი“? მაშინ მოდით და გაარკვიეთ საქმე ამ „ქაღალდის ვეფხვთან“...ჩვენ უკრაინის გარდა მთელ ნატოს ვებრძვით და მაინც წინ მივიწევთ და მაინც თუ „ქაღალდის ვეფხვი“ ვართ, მაშინ თავად ნატო რას წარმოადგენს? - რიტორიკული კითხვა დასვა პუტინმა და დაუმატ ა-„რუსეთის არმიამ უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილება მიიღო, რაც არ აქვს ნატოსო...“

რუსეთის პრეზიდენტი რაღაცაში ცდება, რაღაცას სიმართლეს იძახის - ცდება იმაში,რომ მთელი ნატო კი არა, ნატოს ერთი წევრი ქვეყანაც კი არ ებრძვის რუსეთს უკრაინაში, ხოლო სამხედრო და პოლიტიკური დახმარება ევროპისგან და ამერიკისგან არ ჩაითვლება პირდაპირ სამხედრო მონაწილეობად რუსეთ-უკრაინის ომში. რუსეთის მხარეზე კი ღიად იბრძოდა და იბრძვის ჩრდილოეთ კორეის მთელი დივიზია...

მაგრამ, პუტინი სიმართლეს ამბობს, როდესაც ხაზს უსვამს, რომ რუსეთის არმიამ ისეთი დიდი საბრძოლო გამოცდილება დააგროვა უკრაინასთან 3,5 წლიან ომში, როგორიც არც კი მოლანდებია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ნატოს სხვა წევრ ევროპულ ქვეყნებზე - ერაყსა და ავღანეთში ნახევრადპარტიზანულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ამერიკელ ჯარისკაცებს დიდ არაფერში გამოადგებათ იქ მიღებული საბრძოლო გამოცდილება,თუკი რუსეთ-უკრაინის ტიპის თანამედროვე და ფართომასშტაბიან ომში მოხვდებიან...

1-vep-1759480087.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: პუტინს მეორე ჩერნობილის მოწყობა სურს?! - რა საშინელება ემუქრება ევროპას

ტრამპმა მსოფლიოში უძლიერესი ავიამზიდი და ბომბდამშენები ახლო აღმოსავლეთისკენ დაძრა - დაარტყამენ ჰუსიტებს თუ გაუმეორებენ ირანს?!

"პენტაგონში "კაბიანი ბიჭები" ვეღარ გაივლიან“-ომის მინისტრის მუქარა და მხარდაჭერა ტრამპისგან-„რომელი გენერალიც არ დამეთანხმება, გავაგდებ...“

აფხაზი "ბალუ" გააგორეს - განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული აფხაზურ-ოსური ბრიგადა "პიატნაშკა": როგორ ნადირობენ უკრაინელები "ჩვენებურ" სეპარატისტებზე

ამასთან პუტინი შეგნებულად გვერდს უვლის ერთ-ერთ მთავარ საკითხს, თუ რამხელა საბრძოლო დანაკარგების ხარჯზე იღებს მისი საოკუპაციო არმია თანამედროვე ომის წარმოების გამოცდილებას. უკრაინაში შეჭრის დღიდან, როდესაც კრემლს და მის გენერლებს კიევის აღება რამდენიმე დღეში ბლიცკრიგით სურდათ და ეს გეგმა სამაცხვინოდ ჩაეშალათ, რუსეთის გენერალიტეტმა რამდენჯერმე შეცვალა საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკა:იძულებული იყო უარი ეთქვა უკრაინის ცაში გაბატონებაზე, ხელი აიღო ჯავშანსატანკო კოლონებით შეტევებზე და ველოსიპედებზე გადასვა მოიერიშე ჯგუფები, მოუწია შავი ზღვის ფლოტის ხომალდების გადამალვა ნოვოროსიისკის პორტში, რითაც დაკარგა ზღვის აკვატორიების კონტროლი, უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონების შიშით ფრონტის ხაზიდან მოხსნა და მოსკოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად გადაისროლა დამატებითი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, თითქმის ყოველკვირა რუსეთის ტერიტორიაზე ახალ-ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ნავთობტერმინალების აგიზგიზებს ახერხებენ უკრაინელები...

მაგრამ, ამასთან ისიც ფაქტია ,რომ აგრესორი რუსეთი მაინც ახერხებს ყოველდღიურად რამდენიმე ათეულ და ასეულ მეტრზეც წინ წაწევას ფრონტის ამა თუ იმ მონაკვეთზე, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ფრონტზე, რაც ეტყობა მეტ-ნაკლებად აწყნარებს პუტინს და იმედს უტოვებს,რომ უკრაინას ადრე თუ გვიან მაინც დაიპყრობს მთლიანად.

და ასეთ დროს ,როგორც პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ის თურმე მთელ ნატოს ებრძვის, ჩრდილოეთატლანტიკურ ალიანსს რეალური ერთობა რომ ჰქონოდა, აქამდეც ისეთ უფრო მნიშვნელოვან სამხედრო დახმარების გაწევას შესძლებდა უკრაინის დამცველებისთვის, რომ კრემლის საქმე ფრონტის ხაზზე ბევრად არასახარბიელო იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და არ ხდება, რადგან ნატოს მთლიანობა და სიძლიერი უკვე ბევრ ეჭვს ბადებს...

განსაკუთრებით კი ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ნატოს წევრი დანიის, ნორვეგიის,შვედეთის, ახლა კი გერმანიის სამოქალაქო აეროპორტებისა და თვით სამხედრო საჰაერო და საზღვაო ბაზების თავზე სისტემატურად გადაიფრენენ ხოლმე თვითმფრინავის კონსტრუქციის უცნობი დრონები, რომლებსაც ამ ქვეყნების სამხედროები ვერც კი შეამჩნევდნენ, რომ ამ დრონების ოპერატორებს სპეციალურად არ ჰქონდეთ ჩართული წითელ და მწვანე ფერის სანავიგაციო ციმციმები-თითქოს ვიღაც ეთამაშება და დასცინის მთელ ნატოს - ვინ არის სინამდვილეში „ქაღალდის ვეფხვი“, ხომ ხედავთ თქვენ ცაში რასაც მინდა იმას ვაკეთებო!