"დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, გავიგე დახეთქების ხმა" - თბილისში წუხელ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს - რა დეტალებია ცნობილი
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, თბილისში წუხელ სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ნავთლუღის ქუჩაზე მოხდა.
როგორც ცნობილია, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა.
"დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, გავიგე დახეთქების ხმა. მალევე ეზო გაივსო პოლიციის მანქანებით. თქვეს, რომ დედ-მამა და ბავშვი ნახეს ეზოში გარდაცვლილი. მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა. როგორც თქვეს, მაღალსართულიანი კორპუსის, ზედა სართულზე ცხოვრობდნენ" - გვითხრა ადგილობრივმა.