პური… - კვირის პალიტრა

პური…

ხანდახან, თითქოს უმნიშვნელო ამბავი ისეთ რამეზე დამაფიქრებს, ცოტა გაკვირვებულიც კი ვრჩები...

ჩემი შვებულება მორჩა. ეს ცალკე ისტორია უნდა იყოს, ცოტა გაბრაზებული და ამიტომ სხვა დროს....

10 დღე, მზე, ზღვა და სასადილოში ათასნაირი არჩევანი... და ამ ათასნაირში ყველაზე გემრიელი პური იყო.... უბრალოდ ახალი და გემრიელი ... უბრალოდ პური... რამ უნდა გაგაოცოს, მაგრამ მე რომელსაც პური აღარ მიყვარს, დამაფიქრა ამ ამბავმა... პურის გემო დამავიწყდა? პური აღარ ვარგა?... თუ რა დამემართა, როდის გადავწყვიტე რომ პური არ მიყვარს?... ალბათ როდესაც მოლოდინი გამიცრუვდა, , რომ ის ნაცნობი გემო ვერ ვიპოვე.... და, პური გადავიყვარე....

ბუზღუნას ბლოგში ერთხელ ისეთი ამბავი წავიკითხე, (აქვეა იპოვით, მის ბლოგებში ხალხო, რატომ ჭამთ "ძირნაყარ" პურს? ) კიდევ უფრო გამიმტკიცდა, ჩემი განწყობა, მაგრამ ისე რა დიდი საფიქრელი ეს იყო, თანაც ამ დაძაბულ დროს? მაგრამ ეს ხომ პურია!... ერთი რამ უმთავრესი...

ჩემი მეგობრებიც გაკვირდნენ - დასვენების თავგადასავალის მოყოლისას მთავარი თემა, რომ პური იყო... ცოტა დამცინეს, მაგრამ თემა მაინც დაეკიდა ჰაერში... მცოდნეებიც აღმოჩნდნენ და ლამის ექსპერტებიც....

ორ დღეში რომ ცელოფანიანი პური, შუაში სველია და წელვადი ხომ გინახავსო?

ჰო და ეს რაღაც საშინელი კარტოფილის ბაქტერია ყოფილა.... ვაი...

ცელოფანში როგორ ფუთავენ, იმაზე თუ გიფიქრიაო?

ცხელი ორთქლი , ცელოფნის კიდეების შესაკვრელად და ქიმიური ნივთიერებების

"თაიგული".... ოი....

ისე, რომ არის ამ საზიზღარ ცელოფნებში უბრალოდ ჩადებული კარგია ხომ არ გგონიაო?

ტყუილი, აქაც ვითომ სირბილეს ინარჩუნებს და 3 დრის მერე პური ასეთი რბილი, რომ იყო თურმე შეუძლებელია და უკვე სახიფათოც... ოი, ოი, ოი.....

და ბოლოს ერთმა დაამატა...

იცი რა, ეს ცელოფანია საშინელება, მთელი მსოფლიო ქაღალდის პარკებით ყიდის, ხომ გინახავსო?

აბა რა , მინახავს ... გარდა გამოცხობისა, გემოზე თურმე შეფუთვაც მოქმედებს

ესეც უნდა იცოდეო.... დამმოძღვრა და გაგრძელდა დებატების ყურება...

ჩემო მკითხველო, ცოტა ხანს, სულ ცოტა ხანს დაივიწყე პოლიტიკაზე ფიქრი. ჩვენ შვილები უნდა გავზარდოთ და სანახაობა არ ეყოფათ, პური იქნება აუცილებელი... პური! და როგორ მოაღწევს ჩვენამდე ესეც არსებითი ყოფილა...

არ დაიწყოოთ კამათი თონის პურზე და და ლავაშზე... მე ყოველდღიურად , მაღაზიაში რომ ვყიდულოვთ იმ პურზე ვწერ, რასაც ყოველ დღე ვჭამთ და რაც ჩვენი ძირითადი საარსებოა...

ჩაივლის არჩევნებიც, დავმშვიდდებით ოდესმე, მაგრამ ცელოფანს გამოყოლილი ცუდი ამბები დიდხანს ჩაიბუდებს თაობების ორგანიზში...

უპუროდ კი ვერ ვიარსებებთ!