სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდი-ს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდი-ს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა.
მისივე თქმით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.