დვალიშვილმა კარიერაში უკვე მესამედ დაიცვა ჩემპიონის ტიტული და გამარჯვება ცეკვით აღნიშნა - ვიდეო
მერაბ დვალიშვილი UFC-ში ამერიკელ კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდა და კარიერაში უკვე მესამედ დაიცვა ჩემპიონის ტიტული.
5-რაუნდიანი დაპირისპირების ყველა რაუნდი მერაბის უპირატესობით წარიმართა.დვალიშვილი კვლავ სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია.
დვალიშვილი გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც 100-ზე მეტი თეიქდაუნი შეასრულა. ასევე ის გახდა UFC-ის ისტორიაში მე-8 სპორტსმენი, რომელმაც ქამარი ერთ წელიწადში ზედიზედ სამჯერ დაიცვა.