"ბურჭულაძე არ იქნება ბოლო "კუკლა".... არ აღმოჩდნენ პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ჩემსავით ეტყოდნენ - იმღერე ბერიკაცო და ამ საქმეს ჩაეხსენიო" - რას წერ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"ბურჭულაძე არ იქნება ბოლო "კუკლა".... არ აღმოჩდნენ პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ჩემსავით ეტყოდნენ - იმღერე ბერიკაცო და ამ საქმეს ჩაეხსენიო" - რას წერ ჩერგოლეიშვილი?

"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ აქტივობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"პაატა ბურჭულაძე, საკუთარი თავის გარდა, ბიძინას დილეგში ჩააგდო იმან, რომ მის გარშემო არ აღმოჩდნენ პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ჩემსავით ეტყოდნენ, "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო" - იმღერე ბერიკაცო და ამ საქმეს ჩაეხსენიო. მას გარს ერტყნენ და ინსტრუქციებს აძლევდნენ მავნებლები, რომლებსაც ქართველი ერი სასოწარკვეთილი და ინტელექტუალურად შეზღუდული "ავადმყოფი" ჰგონიათ და ბურჭულაძეს იყენებდნენ, რადგან ებღაუჭებოდნენ ხავსს რომ შეიძლება ხატებთან ერთად მფრინავი ჰომო სოვიეტიკუსი მიშასთვის ძალაუფლების დაბრუნების ინსტრუმენტად აქციონ. ამაზე ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ პატერნია და ბურჭულაძე არ იქნება ბოლო "კუკლა" ვისაც გაწირავენ მათი ხელიდან და ეს "კუკლა" ამ ნიშნებით უნდა ამოიცნოთ - იმ სტერეოტიპებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომლის მიხედვითაც ქართველი განუვითარებელი, არტისტული რეგვენია, რომელიც მჩხიბავობით უნდა გააბრიყვო" - წერს ჩერგოლეიშვილი.