"გადამწყვეტი სიტყვა "ჯენზის" ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს... წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. "ვარდების რევოლუციას" რამდენიმე კვირა დაჭირდა" - რას წერს სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"გადამწყვეტი სიტყვა "ჯენზის" ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს... წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. "ვარდების რევოლუციას" რამდენიმე კვირა დაჭირდა" - რას წერს სააკაშვილი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2025 წლის არჩევნების შედეგებს და პოლიტიკურ დღის წესრიგს ეხმაურება:

"ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. ვარდების რევოლუციას რამდენიმე კვირა დასჭირდა, აჭარის რევოლუციას- ექვსი თვე. "ქოცებმა" გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შევარდნაძემ მიიღო 2003 წელს. იმედია, “ლელო” დარწმუნდა, რომ ე. წ. “არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში.ყველაფრის მიუხედავად ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა "ჯენზის" ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. სწორედ ეგენი მიიყვანენ ბრძოლას სიმართლის საბოლოოდ გამარჯვებამდე" - წერს სააკაშვილი.