გარდაიცვალა 19 წლის გოგონა, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა - კვირის პალიტრა

გარდაიცვალა 19 წლის გოგონა, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა

თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 19 წლის გო­გო­ნა კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია Ambebi.ge-ს გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებ­მა და­უ­დას­ტუ­რეს. გო­გო­ნას სხე­უ­ლის 48% დამ­წვა­რი ჰქონ­და და ის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ რო­ბა­ქი­ძეა. ის აგა­რი­დან იყო.

ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, 23 სექ­ტემ­ბერს, გა­ზის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია.

“აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ლე­წი­ლია ყვე­ლა­ფე­რი. მთელს სახ­ლში იყო უზარ­მა­ზა­რი აფეთ­ქე­ბა, ბეწ­ვზე გა­დავ­რჩით... მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს აფეთ­ქდა 2 კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი. 2 დღეა ვამ­ბობთ, რომ გა­ზის სუ­ნია, მო­ვი­და სა­მაშ­ვე­ლო, სა­ხან­ძრო, პატ­რუ­ლი და გვი­თხრეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის... პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი არა­ვინ არის" - ჰყვე­ბოდ­ნენ მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. გააგრძელეთ კითხვა