“სანამ არ შეგვასხამს ქიმიურ სითხეს, ვითხოვ დაიცვათ ჩემი და ჩემი პატარების უსაფრთხოება!“ - ლიკა შენგელია პროკურატურას მიმართავს - კვირის პალიტრა

“სანამ არ შეგვასხამს ქიმიურ სითხეს, ვითხოვ დაიცვათ ჩემი და ჩემი პატარების უსაფრთხოება!“ - ლიკა შენგელია პროკურატურას მიმართავს

მო­დე­ლი ლიკა შენ­გე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი მას და მის ოჯა­ხის წევ­რებს ქი­მი­უ­რი სი­თხის შეს­ხმით ემუქ­რე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­ქა­ლა­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა - მე მოგ­მარ­თავთ კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნით! ამო­ი­ღეთ ხმა და გა­ა­კე­თეთ სას­წრა­ფო რე­ა­გი­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის, გო­გი­აშ­ვი­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც არ ჩერ­დე­ბა და ყო­ვე­ლი­ვე ზღვარს გა­და­დის მისი ამ­ხე­ლა ცი­ლის­წა­მე­ბა, მუ­ქა­რა და შე­უ­რა­ცხყო­ფა!

ჩემი 70 წლის დედა, ჩემი ძმა, ჩემი შვი­ლე­ბი, ყვე­ლა ამ ავად­მყო­ფის მსხვერ­პლია უკვე! მე მოგ­მარ­თავთ და მო­ვი­თხოვ სას­წრა­ფო რე­ა­გი­რე­ბას შე­მო­ტა­ნილ საქ­მე­ზე! და­ი­წყოს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ძი­ე­ბა და მოხ­დეს და­ნა­შა­ულ­ზე უმ­კაც­რე­სად პა­სუ­ხის მო­თხოვ­ნა! ამის ატა­ნა უკვე ყო­ვე­ლი­ვე ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა...