“სანამ არ შეგვასხამს ქიმიურ სითხეს, ვითხოვ დაიცვათ ჩემი და ჩემი პატარების უსაფრთხოება!“ - ლიკა შენგელია პროკურატურას მიმართავს
მოდელი ლიკა შენგელია საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს და აცხადებს, რომ ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი მას და მის ოჯახის წევრებს ქიმიური სითხის შესხმით ემუქრება.
“საქართველოს პროკურატურა, საქართველოს მთავარი პროკურატურა, თბილისის პროკურატურა, საქალაქო პროკურატურა - მე მოგმართავთ კატეგორიული მოთხოვნით! ამოიღეთ ხმა და გააკეთეთ სასწრაფო რეაგირება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირის, გოგიაშვილის მიმართ, რომელიც არ ჩერდება და ყოველივე ზღვარს გადადის მისი ამხელა ცილისწამება, მუქარა და შეურაცხყოფა!
ჩემი 70 წლის დედა, ჩემი ძმა, ჩემი შვილები, ყველა ამ ავადმყოფის მსხვერპლია უკვე! მე მოგმართავთ და მოვითხოვ სასწრაფო რეაგირებას შემოტანილ საქმეზე! დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება და მოხდეს დანაშაულზე უმკაცრესად პასუხის მოთხოვნა! ამის ატანა უკვე ყოველივე ძალებს აღემატება...