არსებული ინფორმაციით, თბილისში, მოქალაქემ პოლიციელი ყელის არეში დაჭრა - რა ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, თბილისში, მოქალაქემ პოლიციელი ყელის არეში დაჭრა - რა ხდება ცნობილი

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე, მო­ქა­ლა­ქემ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი დაჭ­რა. ის ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პო­ლი­ცი­ელს ჭრი­ლო­ბა ყე­ლის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი .

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მოხ­და ჭრი­ლო­ბის და­მუ­შა­ვე­ბა და გა­კერ­ვა. პო­ლი­ცი­ელს კლი­ნი­კი­დან ხვალ გა­წე­რენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა პო­ლი­ცი­ე­ლის დაჭ­რის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა,1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.გ. სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცი­ე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზირ­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი, პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტა­ნი 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ბ. ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ყე­ლის არე­ში დაჭ­რა. და­შა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

და­ნა­შა­უ­ლი 11 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პო­ლი­ცი­ამ მ.გ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ფოტო: ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი