"იმ საბედისწერო დღეს მარიამი სახლში მარტო იყო, შუქი აუნთია და მაშინ მოხდა თურმე აფეთქება" - რას ჰყვებიან 21 წლის გოგონაზე
ტრაგედია დატრიალდა ლოტკინის დასახლებაში. ძლიერ აფეთქებას ემსხვერპლა 21 წლის გოგონა. შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა. აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა მარიამ ლოქაბიძე. გოგონას სხეულის 48% დამწვარი ჰქონდა და ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. 21 წლის ახალგაზრდა კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა რამდენიმე ქუჩის მოშორებითაც გაიგეს. მარიამი სახლში, სადაც შემთხვევა მოხდა, მეუღლესთან ერთად, ქირით ცხოვრობდა. წყვილი ახალი დაოჯახებული იყო. მარიამი აგარიდან იყო, აგარელია მისი მეუღლეც.
"პირველ რიგში სამძიმრით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და ვუსამძიმრებ მარიამის ოჯახს და ყველას, ვისაც სტკივა მომხდარი. მარიამი აგარაში დაიბადა და გაიზარდა. შარშან შექმნა ლამაზი ოჯახი და ძალიან ბედნიერები იყვნენ. ეს ჩანს კიდეც სოციალურ ქსელში დადებული მისი ვიდეოებიდან და ფოტოებიდან. მარიამი და მისი მეუღლე თბილისში, ნაქირავებ ბინაში იყვნენ. ლოტკინზე, სადაც ეს ტრაგედია, მოხდა, ის ბინა ჰქონდათ ნაქირავები. მუშაობდნენ, როგორც ვიცი, იმ საბედისწერო დღეს მარიამი სახლში მარტო ყოფილა, შუქი აუნთია ოთახში და მაშინ აფეთქდა ბინაში გაზი. მერე მოხდა აფეთქება და განწირული ხმით უყვირია მარიამს მიშველეთო, 58%, დამწვარი იყო, მერე რეანიმაციაში იწვა და მკურნალობდნენ. გააგრძელეთ კითხვა