"ოლიგარქ ივანიშვილის ლეგიტიმაცია ისტორიულ მინიმუმზეა, ოლიგარქი ხაზარაძე გაბანძდა, გახარია გაქრა, ეგომანიაკი ბელადიც ჩაფლავდა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
"ქართველ ხალხზე ვაფრენ. ათობით მილიონი დახარჯა ადამიანებით მოვაჭრე ხაზარაძემ, რომ თავი კიტრი ჰგონებოდა და შედეგად - შედეგი გაინახევრა საკმარისთან მიახლოებული კი არა, იმის ნახევარიც ვერ იყიდა, რაც სახეს შეანარჩუნებინებდა", - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"უდაბნოდან გასასვლელს ვუახლოვდებით მეგობრებო. ეს დიდებულია. შეიძლება ყველა ვერ ხედავდეთ, რა კარგად გადავლახეთ 4 ოქტომბრის განსაცდელი, მაგრამ მენდეთ, რომ დღეს ბევრად წინ ვართ, ვიდრე გუშინწინ ვიყავით.
ოლიგარქ ივანიშვილის ლეგიტიმაცია ისტორიულ მინიმუმზეა და რამდენიმე აგურიღა დარჩა გამოსაცლელი. ოლიგარქი ხაზარაძე გაბანძდა (მისი ჯუნიორ პარტნიორი გახარია - გაქრა). ეგომანიაკი ბელადიც ჩაფლავდა.
პროტესტი გრძელდება როცა გავიმარჯვებთ, საქართველოს ახალი, დემოკრატიული და ევროპული გაიმარჯვებს, სადაც აი ეს ხდება:"ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს", - წერს ჩერგოლეიშვილი.