ძალიან უცნაური ამბავი - საფრანგეთის პრემიერი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა - კვირის პალიტრა

ძალიან უცნაური ამბავი - საფრანგეთის პრემიერი არჩევიდან რამდენიმე საათში გადადგა

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ და მისი მთავრობა გადადგნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლეკორნუმ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მიიღო.

Reuters-ი წერს, რომ საფრანგეთის მთავრობის გადადგომა მოულოდნელი იყო და საფრანგეთის პოლიტიკური კრიზისის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გაღრმავებას აღნიშნავს.

შეგახსენებთ, სებასტიან ლეკორნუ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 9 სექტემბერს დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"