"ლუკას მეხუთე ცოლმა დამირეკა და მითხრა: "გადით ბორჯომის ტერიტორიიდან, თორემ მანდედანაც გაგყრით" - კურტანიძის ყოფილი ცოლი სასამართლო დავის მოლოდინში: რას ჰყვება ქეთი ყველაშვილი - კვირის პალიტრა

"ლუკას მეხუთე ცოლმა დამირეკა და მითხრა: "გადით ბორჯომის ტერიტორიიდან, თორემ მანდედანაც გაგყრით" - კურტანიძის ყოფილი ცოლი სასამართლო დავის მოლოდინში: რას ჰყვება ქეთი ყველაშვილი

ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და ყო­ფილ ცო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გა­და­ვი­და. აგ­ვის­ტო­ში, ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მე­ო­რე მე­უღ­ლემ, ქეთი ყვე­ლაშ­ვილ­მა, ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა მათი მძი­მე თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე: ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე, მუდ­მივ დევ­ნა­სა და ქო­ნებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის გამო შვი­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში ყოფ­ნა­ზე.

მა­შინ ქეთი ყვე­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ლუ­კას მე­სა­მე მე­უღ­ლემ, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ, სა­კუ­თა­რი წი­ლი­დან ბორ­ჯომ­ში მდე­ბა­რე სახ­ლის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მის შვი­ლებს აჩუ­ქა. დღეს, რო­დე­საც ლუკა კურ­ტა­ნი­ძე გი­სო­სებს მიღ­მაა, ქეთი ყვე­ლაშ­ვი­ლი კვლავ აღ­მოჩ­ნდა სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლის ეპი­ცენ­ტრში. ის ამ­ჯე­რად, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ლუ­კას „მე­ხუ­თე ცო­ლის“ მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ სა­ჩუქ­რად მი­ღე­ბულ ქო­ნე­ბას ედა­ვე­ბა.

ლუკა კურ­ტა­ნი­ძის მე­ო­რე მე­უღ­ლე, ქეთი ყვე­ლაშ­ვი­ლი, ექ­სკლუ­ზი­უ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა მის მი­მართ სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნილ სა­ჩი­ვარ­ზე, შვი­ლე­ბის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და იმ იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მა­მის მხრი­დან შვი­ლე­ბის სა­ჯა­რო უარ­ყო­ფამ გა­მო­იწ­ვია.

- ქეთი, აგ­ვის­ტო­ში ინ­ტერ­ვიუ რომ ჩავ­წე­რეთ, მი­თხა­რით, რომ ლუ­კას მე­სა­მე ცოლ­მა, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ, თა­ვი­სი წი­ლი­დან ბორ­ჯომ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი აჩუ­ქა. ახლა თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რია შე­ტა­ნი­ლი...

- დიახ, სა­უ­ბა­რია ბორ­ჯომ­ში ლუ­კას სახლზე. ეს არის 1300 კვ.მ. შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, ზუს­ტად არ ვიცი, და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რია რამ­დე­ნია, რად­გან ჩემს შემ­დეგ აა­შე­ნეს ხა­თუ­ნამ და ლუ­კამ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ იყი­და იქ ლუ­კამ ტე­რი­ტო­რია, სა­დაც სამი სპარ­სუ­ლი ცხე­ნი ჰყავს. ჩვენ ერ­თად რომ ვცხოვ­რობ­დით, ორი პა­ტა­რა სახ­ლი ავა­შე­ნეთ. ხა­თუ­ნა ივ­ნი­სის თვე­ში და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ თა­ვი­სი 50 პრო­ცენ­ტი­ა­ნი წი­ლი­დან ბავ­შვებს ათი პრო­ცენტს აჩუ­ქებ­და. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და არა­ფე­რი გა­აჩ­ნი­ათ ბავ­შვებს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან და სა­ხელ­მწი­ფოს მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ ვართ. აქამ­დე არა­ვინ შე­მი­წუ­ხე­ბია, რად­გან ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­მი­სა და შვი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა იყო.

შარ­შან ბავ­შვებს სა­სა­მარ­თლომ სარ­და­ფი მის­ცა, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობთ. იქვე გვქონ­და ავ­ტო­ფა­რე­ხი, რო­მელ­ზეც და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი არ გვქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა თვლი­და, რომ ჩვე­ნი იყო. ლუ­კამ ბავ­შვის დახ­მა­რე­ბით ჩამ­რთო, რომ თუ ამ ავ­ტო­ფა­რეხს და­ვი­კა­ნო­ნებ­დით, შემ­დეგ გარ­კვე­ულ თან­ხას მომ­ცემ­და. ვუ­თხა­რი, რომ კერ­ძო მა­ღა­ზი­ა­ში ვალი მქონ­და და ასე­ვე ბავ­შვის ნათ­ლო­ბის ჯაჭ­ვი და ჯვა­რი მქონ­და ლომ­ბარ­დში, რომ გა­ე­ნუ­ლე­ბი­ნა. შეგ­ვპირ­და... შემ­დეგ ის გა­რა­ჟი გა­ყი­და, ჩვენ­თვის კა­პი­კი არ მო­უ­ცია და მერე გა­ვი­გე, რომ იმ თან­ხით ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე ბარ­სე­ლო­ნა­ში წა­იყ­ვა­ნა და და­ბა­დე­ბის დღე გა­და­უ­ხა­და. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ასე­ვე გა­ვი­გე, რომ სამ­სა­ხურ­ში, რო­მელ­საც მა­ლავ­და, ჰქონ­და 12 ათა­სი ლარი შე­მო­სა­ვა­ლი. ეს მის და­კა­ვე­ბამ­დე ხდე­ბა. ამი­ტომ შე­ვი­ტა­ნე ალი­მენტზე სარ­ჩე­ლი. ად­ვო­კა­ტიც არ მყო­ლია, არას­წო­რად დავ­წე­რე სარ­ჩე­ლი და თა­ვი­დან შე­სა­ტა­ნი გა­მიხ­და. ამა­სო­ბა­ში ლუკა და­ი­ჭი­რეს. ჯერ არ ჩა­ნიშ­ნუ­ლა სა­სა­მარ­თლო, იმე­დია სა­მარ­თლი­ა­ნად გა­და­წყდე­ბა. მარ­თა­ლია, ახლა ის ხელ­ფა­სი აღარ აქვს, მაგ­რამ რო­გორც გა­ვარ­კვიე, სა­მი­ნის­ტრო­დან რო­გორც ტი­ტუ­ლი­ან სპორ­ტსმენს თან­ხა ერი­ცხე­ბა და ასე­ვე „ქარ­თუ ბან­კი­დან“.

- ვინ გი­ჩივ­ლათ ბორ­ჯო­მის სახ­ლის წილ­ზე?

- რო­დე­საც მე და ხა­თუ­ნამ გა­მი­ჯვნა­ზე შე­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა, ლუ­კამ ნახა, რომ მე, რო­გორც მე­სა­კუთ­რე, ვჩან­დი. ამის შემ­დეგ იყო სტუმ­რად ნო­ეს­თან გა­და­ცე­მა­ში, სა­დაც ჩემი შვი­ლე­ბი უარ­ყო. თქვა, რომ მას მხო­ლოდ ოთხი შვი­ლი ჰყავს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და შემ­დე­გი ცოლი იყო ხა­თუ­ნა. ამის გამო ძა­ლი­ან დიდი ტრავ­მა მი­ი­ღეს ბავ­შვებ­მა. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. ახლა ლუ­კას ად­ვო­კა­ტია სოფი მე­ფა­რიშ­ვი­ლის (მე­ხუ­თე ცოლი რედ.) ძმა. სო­ფიმ და­მი­რე­კა და მი­თხრა: „გა­დით ბორ­ჯო­მის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, თო­რემ მან­დე­და­ნაც გაგყრით, სა­დაც ახლა ხარ­თო“. პო­ლი­ცი­ა­შიც კი გან­ვა­ცხა­დე და და­ბა­რე­ბუ­ლი ჰყავ­დათ და ხელ­წე­რი­ლიც და­ა­წე­რი­ნეს. მე­და­ვე­ბი­ან, რომ ეს არის ამო­რა­ლუ­რი გა­რი­გე­ბა, რომ თით­ქოს მე ხა­თუ­ნას გა­ვუ­რიგ­დი.

- მხო­ლოდ თქვენს წილ­ზეა სა­უ­ბა­რი თუ ხა­თუ­ნა­საც უჩი­ვი­ან?

- იქამ­დე არ უჩი­ოდ­ნენ, ახლა აქვთ პრე­ტენ­ზია, რომ ჩვენს შო­რის არის ამო­რა­ლუ­რი გა­რი­გე­ბა. პირ­და­პირ და­უ­რე­კა ხა­თუ­ნას სო­ფის ძმამ: "ვინ გე­კი­თხე­ბო­და შენ, რომ იმათ აძ­ლევ­დიო ნაკ­ვეთს?“ ჯერ გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის, სახ­ლია თუ ნაკ­ვე­თია, რად­გან არ მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ამ­ზომ­ვე­ლი შე­სუ­ლი­ყო.

- წლე­ბია, თქვენ­სა და ბავ­შვე­ბის მი­მართ ის­მის "სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი". მარ­თლა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის შვი­ლე­ბი იყ­ვნენ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი...

- რო­გორც თქვენ გიკ­ვირთ, ისე უკ­ვირ­და ყვე­ლას. ბავ­შვებს პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბო­და, რომ თუ დე­დათ­ქვე­ნი იტყვის რა­მეს, მე თქვენ­თან შევ­წყვეტ ურ­თი­ერ­თო­ბას. ახლა რომ გა­ი­გო, რომ ხა­თუ­ნას­გან წილი მი­ვი­ღეთ, იმი­ტომ გა­მო­ვი­და და ბავ­შვე­ბი უარ­ყო. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მო­ლო­დი­ნი მაქვს. აქ არი­ან არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ფე­რი გა­აჩ­ნი­ათ მა­მის­გან ამ ქვე­ყა­ნა­ზე. თა­მა­მად ვი­ტყვი, რომ მარ­თლა კარ­გი დედა ვარ და კარ­გი შვი­ლე­ბი გავ­ზარ­დე, ყვე­ლა მად­ლო­ბას მიხ­დის.

გააგრძელეთ კითხვა