"შურა ბევრი წელი კრეჭდა თურმე ედუარდ შევარდნაძეს, აღფრთოვანებული იყო მისით, ერთ დღესაც ახალმოსულმა სალონის თანამშრომელმა უთხრა..." - რა ისტორიას იხსენებს ზურა შევარდნაძე? - კვირის პალიტრა

"შურა ბევრი წელი კრეჭდა თურმე ედუარდ შევარდნაძეს, აღფრთოვანებული იყო მისით, ერთ დღესაც ახალმოსულმა სალონის თანამშრომელმა უთხრა..." - რა ისტორიას იხსენებს ზურა შევარდნაძე?

ცნობილი ქართველი ფლორისტი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ერთ ისტორიას იხსენებს:

"სანამ თავზე თმა მქონდა ბევრი წელი დავდიოდი საპარიკმახეროში, ვაკის პარკთან, დედაჩემის თაობის ხელოსანი მუშაობდა იქ, შურა. შურა ბევრი წელი კრეჭდა თურმე ედუარდ შევარდნაძეს, აღტაცებული და აღფრთოვანებული იყო მისით. არ მახსოვს მივსულიყავი და ერთხელ მაინც არ ეხსენებინა დიდი აღფრთოვანებით. რადგან ასე იყო აფორიაქებული თავს ვარიდებდი მეთქვა ჩემი გვარი და წარმომავლობა, ვიცოდი კიდევ უფრო გახელდებოდა და ვზოგავდი თავს. სასწაული ხელი ჰქონა, უცებ მკრეჭდა და მოვდიოდი, დიდად არ მწყალობდა მარა იმის ჯავრი არ მქონდა. ის კი აგრძელებდა "ონ გენიიი, ტაკოი დოლჟენ ბიტ მუშშინა კაკ ონ, ონ ნასტაისჩი გრუზინ, ოი ოი ოიიიიი, კაოკოი ონ, გოსპოდი.."ერთ დღესაც როცა ისევ დაიწყო, ახალმოსულმა სალონის თანამშრომელმა უთხრა, შურა თქვენ იცით რომ ზურაბი შევარდნაძეა და ბატონი ედვარდის შვილიშვილია? რაოოოო, გადაირია.. დაყარა მაკრატელი და სავარცხელი ძირს, დამტოვა ნახევარი გაკრეჭილი თავით..-"გოსპოდი, პამილუი, კაკაია დეგრადაცია?!" ყვიროდა ბოლო ხმაზე.სანამ თმა მთლად არ გამცვივდა მაინც ვიარე შურასთან, ძალს ის და ძალს მე, ძლივს მიღიმოდა და მკრეჭდა. ვარ ასე, დღემდე დეგრადირებული შურას თვალში" - წერს ზურა შევარდნაძე.