"არსად არ ვარ გადამალული... ბოლო 4 წელია ვმუშაობდი მიმტანადაც, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, გერმანულ ბანაკებშიც" - პაატა მანჯგალაძის ქალიშვილი ბრალდებებზე - კვირის პალიტრა

"არსად არ ვარ გადამალული... ბოლო 4 წელია ვმუშაობდი მიმტანადაც, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, გერმანულ ბანაკებშიც" - პაატა მანჯგალაძის ქალიშვილი ბრალდებებზე

პარ­ტია "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე, მოძ­რა­ო­ბა „რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის“ ლი­დე­რებ­თან (პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა) და სხვა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­თან (ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე, ლაშა ბე­რი­ძე) ერ­თად, 4 ოქ­ტომ­ბრის აქ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის წევ­რო­ბის გამო და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მათ ბრა­ლად სდებს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვად შეც­ვლის­კენ ან სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ მო­წო­დე­ბას, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა სსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მან­ჯგა­ლა­ძის მი­მარ­თვა და­კა­ვე­ბამ­დე

და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის ხალ­ხს იმედს ვერ გა­უც­რუ­ებ­და.

"აქ ვარ, ვე­ლო­დე­ბი. გაქ­ცე­ვას არ ვა­პი­რებ. ხალ­ხს ვერ გა­ვუც­რუ­ებ­დი იმედს. ისი­ნი ჩვენ­გან ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ ვი­ღაც გას­ძღო­ლო­და ამ დიდ საქ­მე­ში. გა­ვაგ­რძე­ლოთ ბრძო­ლა. არ ვა­პი­რებ ერთი ნა­ბი­ჯი­თაც უკან და­ხე­ვას. მე ვარ მარ­თა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე," - აღ­ნიშ­ნა მან.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 7 ოქ­ტომ­ბერს, 10:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძის შვი­ლის ემო­ცი­უ­რი პა­სუ­ხი კრი­ტი­კას

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძის და­კა­ვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა მისი შვი­ლი, ნინი მან­ჯგა­ლა­ძე, რო­მე­ლიც ლი­ე­ტუ­ვა­ში ცხოვ­რობს და სწავ­ლობს. მას შემ­დეგ, რაც ნი­ნიმ "ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­მის გამო სი­ა­მა­ყე გა­მო­ხა­ტა, ტრო­ლე­ბი­სა და კრი­ტი­კის ტალ­ღა და­ა­ტყდა თავს, რო­მე­ლიც მის სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და.

ნი­ნიმ დე­ტა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რი­თაც უპა­სუ­ხა ბრალ­დე­ბებს მისი „გა­და­მალ­ვის“ შე­სა­ხებ:

ნინი მან­ჯგა­ლა­ძემ პირ­და­პირ უარ­ყო ბრალ­დე­ბა, თით­ქოს ის "ოც­ნე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შვი­ლე­ბის მსგავ­სად" არის სად­მე გა­და­მა­ლუ­ლი. მან აღ­ნიშ­ნა, რომ იმა­ლე­ბო­დეს, ეთერ­ში ვერ გა­მოჩ­ნდე­ბო­და.

"ძა­ლი­ან ბევ­რი ტრო­ლია ამ პოსტზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს “სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­მალ­ვას­თან” და­კავ­ში­რე­ბით თით­ქოს პა­ა­ტამ გა­დამ­მა­ლა სად­მე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩემს ექა­უნთსაც შე­მო­სე­უ­ლი ჰყავს ახლა ბო­ტე­ბი ამი­ტომ პა­ტა­რა გან­მარ­ტე­ბას გა­ვა­კე­თებ.

1. ოც­ნე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შვი­ლე­ბის მსგავ­სად არ­სად ვარ გა­და­მა­ლუ­ლი, რომ ვი­მა­ლე­ბო­დე ამ ეთერ­შიც ვერ მნა­ხავ­დით.

2. ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მელ­მაც თვი­თონ აირ­ჩია ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ჩემი შრო­მით შევ­ძე­ლი აქ ყოფ­ნა ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა და­ფი­ნან­სე­ბით, ბოლო 4 წე­ლია ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, გერ­მა­ნულ ბა­ნა­კებ­ში ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე და ასე­ვე მიმ­ტა­ნა­დაც.

3. არ­სად არ ვი­მა­ლე­ბით, მე თუ ვარ ევ­რო­პა­ში ჩემი 15 წლის და იდგა აქ­ცი­ა­ზე პა­ა­ტას­თან ერ­თად.

4. აქ­ცი­ებ­ზეც ბევ­რჯერ ვმდგა­ვარ პა­ა­ტას გვერ­დით თბი­ლის­ში და ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში სხვა ემიგ­რან­ტებ­თან ერ­თა­დაც.

პა­ა­ტა ერთ-ერ­თია იმ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი­დან, რო­მელ­საც თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან უყ­ვარს, მას არას­დროს შე­ში­ნე­ბია სამ­შობ­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე ყოფ­ნა. დღეს კი, ისე, რო­გორც არას­დროს მჯე­რა მისი და ვიცი რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ! ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გახ­დე­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის ფი­ლი­ა­ლი".

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე სამი ქა­ლიშ­ვი­ლის ნი­ნოს, თა­მა­რი­სა და ანას­ტა­სი­ას მა­მაა. ჰყავს მე­უღ­ლე ექი­მი-ალერ­გო­ლო­გი ელე­ნე კა­კა­ბა­ძე.

ambebi.ge