თურქეთში ავტობუსი თხრილში გადავარდა - დაიღუპა 5 და დაშავდა 14 ადამიანი - კვირის პალიტრა

თურქეთში ავტობუსი თხრილში გადავარდა - დაიღუპა 5 და დაშავდა 14 ადამიანი

თურქეთში, მერსილის პროვინციის ერდემლის რაიონში ავტობუსი თხრილში გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტობუსს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მუშები გადაჰყავდა.

ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"