უარი თამამ სტილზე და გზა "მის აფხაზეთიდან“ მსოფლიო კონკურსებამდე - ვინ არის ულამაზესი აფხაზი მოდელი, რომელმაც chanel-ის ჩვენება გახსნა (ფოტო/ვიდეო) - კვირის პალიტრა

უარი თამამ სტილზე და გზა "მის აფხაზეთიდან“ მსოფლიო კონკურსებამდე - ვინ არის ულამაზესი აფხაზი მოდელი, რომელმაც chanel-ის ჩვენება გახსნა (ფოტო/ვიდეო)

chanel-ის ჩვე­ნე­ბა ულა­მა­ზეს­მა აფხაზ­მა მო­დელ­მა გახ­სნა - ვინ არის ადი­ცა ბერ­ძე­ნია, რო­მე­ლიც პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე ტოპ მო­დე­ლებს შო­რის გა­მოჩ­ნდა (ფოტო/ვი­დეო)

პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე 25 წლის აფხა­ზი მო­დე­ლი ადი­ცა ბერ­ძე­ნია გა­მოჩ­ნდა. მან chanel-ის ჩვე­ნე­ბა გახ­სნა

ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა FashionHolics Online-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადი­ცას რუ­სუ­ლი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი წა­რად­გე­ნენ, თუმ­ცა თა­ვად მო­დე­ლი თავს აი­დენ­ტი­ფი­ცი­რებს, რო­გორც “და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა - აფხა­ზე­თი­დან.“

ადი­ცა სა­მო­დე­ლო ინ­დუსტრი­ა­ში 2022 წელს გა­მოჩ­ნდა და თა­ვი­დან­ვე მი­ი­პყრო ყუ­რა­დღე­ბა ან­დრო­გე­ნუ­ლი გა­რეგ­ნო­ბით. გა­მო­ვი­და რალფ ლო­რე­ნის, ჯამ­პა­ტის­ტა ვა­ლის, კო­პერ­ნის, დი­ზე­ლის და სხვა ბრენ­დე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ზე, მაგ­რამ მა­ლე­ვე, მისი კა­რი­ე­რა და­პა­უზ­და.

რო­გორც ადი­ცამ ერთ-ერთ აფხა­ზურ ბლოგ­თან გა­ნა­ცხა­და, ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ბრენდმა შეს­თა­ვა­ზა შოუს გახ­სნა და და­ხურ­ვა, თუმ­ცა ლუქი ზედ­მე­ტად თა­მა­მი იყო, ამი­ტომ უარი თქვა. სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია მისი კა­რი­ე­რუ­ლი შეს­ვე­ნე­ბა.

ადი­ცა ბერ­ძე­ნი­ას სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა წლე­ბის წინ და­ი­წყო, როცა "მის აფხა­ზე­თის“ კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შემ­დეგ მისი მო­ნა­ცე­მე­ბით რუ­სეთ­ში და­ინ­ტე­რეს­დნენ. 2021 წელს მისი ფოტო რუ­სუ­ლი Elle-ს გა­რე­კან­ზე და­ბეჭ­დეს. ჟურ­ნა­ლის­თვის გა­და­ღე­ბე­ბი გაგ­რა­ში იყო. მო­დე­ლი ამ­ბობს, რომ სა­მო­სი "მისი ადა­თე­ბის და ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით“ შე­ურ­ჩი­ეს და ამი­ტომ, მად­ლო­ბას უხ­დის გა­დამ­ღებ ჯგუფს.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები