რაზე ისაუბრეს ელჩებმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა - პაველ ჰერჩინსკის განმარტება - კვირის პალიტრა

რაზე ისაუბრეს ელჩებმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა - პაველ ჰერჩინსკის განმარტება

ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გამოქვეყნებული განცხადება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა თვითმმართველობის არჩევნების დროს და მის შემდეგ.

„მიმიწვიეს, ჩემს კოლეგა ელჩებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა ხელისუფლების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა არჩევნების დროს და მის შემდეგ. ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გამოქვეყნებული განცხადება. ჩემი მხრიდან, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ელჩმა.

"ინტერპრესნიუსი"