პუტინს დაბადების დღე ციმბირის დაბომბვით „მიულოცეს“ - ახალი რეკორდი: უკრაინული დრონები 2 ათასი კილომეტრით დაშორებულ რუსულ ტიუმენსაც მისწვდნენ
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დღეს თავის 73 წლის დაბადების დღეს აღნიშნავს და მას თუკი ოკუპირებული ცხინვალიდან და აფხაზეთიდან ულოცავენ, ნახევრადოკუპირებული უკრაინიდან „საჩუქრად“...კამიკაძე-დრონებს უგზავნიან და თანაც რა სიშორეზე...
უკრაინამ თავისივე რეკორდი გაუმჯობესა და თუკი აქამდე მის კამიკაძე-დრონებს „დაუპატიჟებელი სტუმრობები“ ჰქონდათ განხორცილებული რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 1 500-1 700 კმ-მდე ,ახლა 2 ათასი კმ-ის ზღვარს გადააბიჯეს და საჰაერო შეტევა მიიტანეს რუსული ქალაქის ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე...
ტიუმენი კი ეს უკვე დასავლეთ ციმბირია ,რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონები ფაქტობრივად იქცნენ საშუალო სიშორის მოქმედების საფრენ აპარატებად ,რაც უკრაინულ მხარეს საშუალებას აძლევს, წერტილოვანი საჰაერო დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიის ძალიან ღრმა ზურგშიც კი - ამ სიშორეზე ჩვეულებრივქობინიანი ამერიკული ფრთოსანი რაკეტები „ტომაჰავკებიც“ კი ვერ მიფრინავენ...
თუ რა რეალური ზიანი მიაყენეს სამმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა ციმბირის ტიუმენში „ბენზოკოლონკა“ რუსეთს, ჯერ დგინდება, მაგრამ აქ მთავარი თვითონ ის ფაქტია, რომ უკრაინელებმა ციმბირშიც შესძლეს შურისძიების საპასუხო საჰაერო დარტყმების განხორციელება და ამ მიმართულებით საჰაერო გზა „გაკაფულია“...
ამავე ბლოგში ორიოდე კვირის წინ ვამახვილებდით ყურადღებას იმაზე, რომ თუკი უკრაინელები თავის საჰაერო შეტევებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უფრო მასიურს არ გახდიან, ორი-სამი დრონის გაშვებით დიდ საბრძოლო ეფექტურობას ვერ მიაღწევენო და ბოლო დღეებში უკვე თავად რუსული მხარე იტყობინება, რომ ჩამოაგდო 100-დან 200-მდე უკრაინული დრონი.
რამდენად დაეჯერება ამაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს ერთია, მაგრამ უკვე გამოიკვეთა ტენდეცია, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკრაინული საჰაერო შეტევები უფრო და უფრო მასიური ხდება და მათში უკვე არა ათი-ოცი, არამედ 200 და 300 კამიკაძე-დრონიც კი მონაწილეობს, რითაც უკრაინელები ეწევიან პუტინის საოკუპაციო არმიას, რომელიც უკრაინის ქალაქებისკენ ყოველღამე 500-700 დრონსა და რაკეტას უშვებს.
სახეზეა რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ უფრო ესკალაცია, როდესაც საბრძოლო მოქმედებები ეხება ფრონტის ხაზიდან 1 500-2 000 კმ-ით დაშორებულ რუსეთის რეგიონებსაც ,რაც ამ დროში გაწელილი ომიდან გამომდინარე მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან უკრაინასაც გამოუჩნდა შორსმფრენი საჰაერო აპარატები,რ ომელთა საშუალებითაც თანდათანობით უფრო ღრმად და ღრმად „მოიკითხავს“ პუტინის რუსეთს და განსაკუთრებით მას შემდეგ ,თუკი ტრამპმა მართლაც მიჰყიდა ნატოს ფრთოსანი „ტომაჰავკები“,შემდგომში უკრაინისთვის გადაცემისთვის...