"პირველად ისტორიაში! ისტორიული მომენტი მაღალი მოდის სამყაროში" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი პარიზის მოდის კვირეულიდან?
ქართულმა მოდის სამყარომ მწვერვალები დაიპყრო. ყოველ დღიურად ვეცნობით ახალ ამბებს თუ როგორ ბრწყინავენ ქართველი გოგო-ბიჭები მსოფლიო წამყვან შოუებში. ქართველები ისეთ მოდის შოუებში გამოდიან, როგორიცაა მილანის და პარიზის მოდის კვირეულები.
მილანის მოდის კვირეული დემნა გვასალიას გუჩიმ გახსნა, რომლის კოლექცია მატილდა გვარლიანმა წარადგინა. მატილდამ კი არა მარტო გუჩი, არამედ სხვა ძვირადღირებული მოდის სახლების წარმდგენიც გახდა.
პარიზის მოდის კვირეულზე ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკაც გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე არა მარტო ნუკი არამედ "ნუკი კოსმეტიკში" დასაქმებული ქართველი გოგოებიც გამოჩნდნენ.
რამდენიმე წუთის წინ ნუკიმ გულშემატკივრებს შოუს ემოციები გაუზიარა.
"პირველად ისტორიაში მაკიაჟი გამოჩნდა პარიზის მოდის კვირეულის პოდიუმზე. იყო უამრავი კოლაბორაცია აქამდე, სადაც მაკიაჟი მოდელებს ესვათ, მაგრამ არასდროს გამოუტანიათ პოდიუმზე თავად მაკიაჟი მათთან ერთად - დღემდე… ისტორიული და კრეატიული მომენტი მაღალი მოდის სამყაროში"