რა არის SEO ოპტიმიზაცია?
„ვინც ეძებს, ის პოულობს“, თუმცა როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ გვინდა, რომ გვიპოვონ?! - ამ კითხვაზე პასუხი განსაკუთრებით საინტერესო თანამედროვე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის უნდა იყოს, რადგან, როგორც წესი, მეტი ყურადღება, მეტ შემოსავალს უდრის. კონკრეტულ ბიზნესს, ამ მხრივ, სასურველი შედეგის მიღწევაში სწორედ SEO ოპტიმიზაცია („სეო“) დაეხმარება.
მაგალითად, თუ სტომატოლოგიური კლინიკა გაქვთ და გინდათ, რომ პაციენტები მიიზიდოთ, მნიშვნელოვანია, საძიებო სისტემაში თქვენი ვებ გვერდი რომელ პოზიციაზე გამოჩნდება.
ადამიანები „გუგლავენ“ - „საუკეთესო სტომატოლოგი“, „საუკეთესო სტომატოლოგიური“... შემდეგ კი, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მიღებული შედეგით ხელმძღვანელობენ. ხშირად, ისინი არათუ მეორე გვერდზე, არამედ პირველი გვერდის ბოლოშიც კი არ ჩადიან. SEO ოპტიმიზაცია საქართველოში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაში.
როგორ მუშაობს SEO ოპტიმიზაცია?
ძალიან მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არის მარკეტინგული პროცესი, რომლის სწორად წარმართვის შემთხვევაშიც, თქვენი ვებ გვერდის ხილვადობა მეტად გაიზრდება და საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციებს დაიკავებს. მისი საშუალებით, რეკლამის გარეშე, უფასოდ, მოიზიდავთ კლიენტებს. იმისათვის, რომ „გუგლმა“ თქვენი ვებ გვერდი უკეთ შეაფასოს და ძიების შედეგებში მოწინავე პოზიციებზე გამოაჩინოს, მნიშვნელოვანია, საიტის შინაარსისა და ტექნიკური მხარის გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ „სეო“-ს რამდენიმე ძირითადი კომპონენტი აქვს. შედეგის მისაღწევად კი თითოეული მათგანი თავის როლს ასრულებს.
ტექნიკური SEO-ს მთავარი ამოცანაა საიტი იყოს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ტექნიკურად გამართული. ის შემდეგ საკითხებს მოიცავს:
- საიტის სიჩქარე (რამდენად სწრაფად იტვირთება);
- მობილურისთვის ოპტიმიზაცია;
- უსაფრთხოება (HTTPS);
- სწორად გამართული საიტის რუკა (Sitemap.xml);
- Robots.txt ფაილი;
- SEO-მეგობრული URL-ები;
- 404 შეცდომების მონიტორინგი და გამოსწორება;
- საიტის სტრუქტურა.
რას აქცევს ყურადღებას მომხმარებელი თქვენს საიტზე, რას უყურებს და კითხულობს - ეს ნაწილი კონტენტ SEO-ს (On-page SEO / Content SEO) ეხება და შემდეგ საკითხებს მოიცავს:
- საკვანძო სიტყვების გამოკვლევა (რა სიტყვებს ეძებს მომხმარებელი?);
- სათაურების და აღწერების ოპტიმიზაცია (Title & Meta Description);
- კონტენტის ხარისხი — უნიკალურობა, სიღრმე და სარგებლიანობა;
- სურათების სახელები და ALT ტექსტი;
- შიდა ბმულები (Internal Links).
ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მიზანია, რომ ორივე - მომხმარებელი და Google მიხვდნენ, რა თემაზეა გვერდი და რატომ არის ღირებული. კონტენტ SEO-ს მთავარი ამოცანაა საიტზე იყოს მაღალი ხარისხის და შესაბამისი ინფორმაცია.
ლინკბილდინგი (Off-page SEO / Link Building)
ეს არის პროცესი, რომელიც ვებ გვერდის გარეთ მიმდინარეობს და თქვენი საიტის უკეთ პოზიციონირებას განაპირობებს. ის „გუგლის“ საძიებო სისტემას მიანიშნებს, რომ თქვენი გვერდი ავტორიტეტული და იმ სიტყვების რელევანტურია, რითაც მოწინავე პოზიციებზე ყოფნა გსურთ.
ლინკბილდინგი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
- ბმულების (Backlinks) მოპოვება სხვა საიტებიდან;
- ე.წ. Guest posting;
- ონლაინ კატალოგებში რეგისტრაცია;
- სოციალური მედიის ზეგავლენა;
- ბრენდის ხსენება ინტერნეტში.
ამ შემთხვევაში, მთავარი ამოცანაა, რომ სხვა საიტები გენდობოდნენ და რეკომენდაციას გიწევდნენ.
სწორედ ამ სამი კომპონენტის - ტექნიკური SEO-ს, კონტენტ SEO-სა და ლინკბილდინგის ერთიანობა ქმნის SEO სტრატეგიას. ეს კი ბიზნესს, google-ს საძიებო სისტემაში მეტად გამოჩენაში, მეტი ვიზიტორისა და კლიენტის მოზიდვასა და საბოლოოდ, ზრდაში ეხმარება.
რატომ არის SEO ოპტიმიზაცია საქართველოში მნიშვნელოვანი?
ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ვისაც „სეო“ სტრატეგია არ აქვს, ონლაინ სივრცეში უჩინარია. ამავდროულად კი, არსებობენ კონკურენტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ და რომელთა ფონზეც სხვა ბიზნესს, პოზიციონირებისთვის ნაკლები სივრცე რჩება. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ეძებენ პროდუქტებსა და სერვისებს Google-ში, ხოლო ბიზნესი, რომელიც საძიებო შედეგების პირველ გვერდზე არ ჩანს, ხშირად წარატების შანსს კარგავს.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს მაგალითს. აღსანიშნავია, რომ SEO ოპტიმიზაცია საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ გახდა. პანდემიის ციფრული სერვისების და ელ-კომერციის ბუმმა კომპანიები აიძულა, რომ ონლაინ სივრცეში უფრო მყარად წარმოჩინდნენ. სხვაგვარად ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლებელი გახდა. საყურადღებოა ისიც, რომ შეიცვალა მომხმარებლის ქცევაც, ისინი ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად თუ დღის დასაგეგმადაც საძიებო სისტემას იყენებენ. მაგალითად, „გუგლავენ“, საუკეთესო გასართობ ცენტრს ან რესტორანს.
ამ ყველაფერმა კი, განაპირობა ის, რომ საქართველოში SEO-ზე უფრო სერიოზულად ფიქრი და მისი გამოყენება დაიწყეს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან „სეო“ არის გზა მომხმარებლამდე მისასვლელად, კონკურენციასთან გასამკლავებლად, გაყიდვების გასაზრდელად და მარკეტინგის ხარჯების შესამცირებლად.
და მაინც, როგორ მუშაობს SEO?
წარმოიდგინეთ, რომ SEO არის სახელმძღვანელო, რომლის დახმარებითაც Google გებულობს ვინ ხარ, რას სთავაზობ ხალხს და რატომ უნდა გამოჩნდეს შენი ვებ გვერდი სხვებზე წინ.
ეს ყველაფერი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
Google ამოიცნობს შენს ვებსაიტს (Indexing) - როგორია სტრუქტურა, რა ფოტოებია, ტექნიკურად რამდენად წესრიგშია ის და ა.შ.
„გუგლი“ სწავლობს, რაზეა შენი საიტი (Relevance) - ამ დროს იყენებს საკვანძო სიტყვებს. მაგალითად, სტომატოლოგი თბილისში. სათაურები, ტექსტები, URL-ები და სურათების აღწერები „გუგლს“ ეხმარება გაიგოს, რა პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობ.
„გუგლი“ აფასებს საიტის ხარისხს და სანდოობას (Authority & Trust) - აქვს საიტს სხვა საიტებიდან ბმულები (Backlinks), საიტზე რამდენად ხარისხიანი და უნიკალური შინაარსია, რამდენად სწრაფად იტვირთება, მობილური მოწყობილობებისთვის მოსახერხებელია თუ არა და სხვა.
ყველა ფაქტორის შეფასების შემდეგ, Google წყვეტს, ვინ გამოჩნდეს ძიებაში მოწინავე პოზიციაზე (Ranking) - მაგალითად, თუ ეძებთ „საუკეთესო სტომატოლოგს თბილისში“, საწყის პოზიციაზე გამოჩნდება ის საიტი, რომელსაც შემდეგ საკითხები აქვს გათვალისწინებული:
- სწორად აქვს შერჩეული საკვანძო სიტყვები;
- არის მობილურისთვის ოპტიმიზირებული;
- აქვს კარგი რეპუტაცია და ბმულები;
- სწრაფად იტვირთება.
რა სარგებელი მოაქვს SEO-ს ბიზნესისთვის?
SEO-ს სწორად გამოყენება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაც თქვენი ბიზნესის წარმატებას განაპირობებს. ამის დასადასტურებლად, შესაძლო სარგებელზე ვისაუბროთ.
მეტ მომხმარებელს იზიდავ, თანაც უფასოდ
SEO გეხმარება, რომ „გუგლში“ შენს კონკურენტებზე წინ გამოჩნდე.
გაყიდვები იზრდება
უკეთესი ხილვადობა მეტი ვიზიტორისა და მეტი პოტენციური მყიდველის განმსაზღვრელია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ორგანულად ნაპოვნ საიტს მეტად ენდობა, ვიდრე რეკლამას.
ხანგრძლივი შედეგი
SEO-ს ეფექტურობა, რეკლამისგან განსხვავებით, მაშინვე არ წყდება, როცა ბიუჯეტი გეწურება. „სეოს“ სწორად გამოყენებას ეფექტი თვეებისა და წლების განმავლობაშიც შეიძლება ჰქონდეს.
შენარჩუნებული და გაზრდილი ბიუჯეტი
რეკლამაში თანხა ერთჯერადად იხარჯება (მაგ. Google Ads, Facebook Ads). SEO-ში კი ინვესტიცია გრძელვადიან შედეგს იძლევა — მუდმივად მოდის ორგანული ტრეფიკი.
აუმჯობესებ ბრენდის ცნობადობას
როდესაც შენს საიტს საძიებო სისტემებში ხშირად ხედავენ, მომხმარებელი შენი სახელის დამახსოვრებას იწყებს, რაც ბიზნესისთვის სასარგებლოა. შედეგად, ბრენდი უფრო სანდო და ცნობადი ხდება.
ჯობნი კონკურენტებს
SEO ოპტიმიზაცია საქართველოში ბევრი ბიზნესისთვის ახალია და სათანადოდ ჯერ კიდევ არ იყენებს. სწორად გაკეთებული ოპტიმიზაციისას დიდი შანსია „გუგლში“ გადაუსწრო მათ, ვინც უფრო დიდი და ცნობილია.
იღებ უკეთეს მომხმარებელს — მიზნობრივს
SEO გაძლევს მიზნობრივ ტრეფიკს, ანუ იმ ადამიანებს, ვინც შენს პროდუქტს ან მომსახურებას უკვე ეძებენ. აღსანიშნავია, რომ ეს არაა „უბრალო რეკლამა“, ესაა პასუხი მომხმარებლის საჭიროებაზე.
ზომვადი შედეგები
შეგიძლია მარტივად ნახო, რამდენი ადამიანი შემოვიდა Google-დან, რა ეძებდა, რამდენი დარჩა, რა ქნა საიტზე და ა.შ. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საშუალებას გაძლევს ბიზნეს-გადაწყვეტილებები სწორად მიიღო.
დასკვნა
თუ თქვენ, როგორც ბიზნესს, გსურთ, მიზნობრივი ტრეფიკი (მომხმარებლების მოზიდვა), ხარჯების შემცირება (არ გჭირდებათ რეკლამაზე მუდმივი ხარჯვა), ხანგრძლივი შედეგები და ბრენდის ცნობადობის ზრდა ამაში „სეო“ დაგეხმარებათ. მისი მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ შესაძლოა პატარა ბრენდმა კონკურენცია მსხვილ მოთამაშეებსაც გაუწიოს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში SEO მხოლოდ არჩევანი არ არის, ის ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია.
R