"ძმები იზოლაციაში, გამოგონილი გვარებით ცხოვრობენ" - მედია პუტინისა და კაბაევას ვაჟების უახლეს ფოტოებს ავრცელებს: რა ხდება ცნობილი ივან და ვლადიმერ სპირიდონოვებზე - კვირის პალიტრა

"ძმები იზოლაციაში, გამოგონილი გვარებით ცხოვრობენ" - მედია პუტინისა და კაბაევას ვაჟების უახლეს ფოტოებს ავრცელებს: რა ხდება ცნობილი ივან და ვლადიმერ სპირიდონოვებზე

მე­დი­ებ­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი­სა და რუსი ცნო­ბი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შის, ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ვა­ჟე­ბის ფო­ტო­ე­ბი პირ­ვე­ლად გა­ავ­რცე­ლეს.

გა­მო­ცე­მა agents.media-ს ცნო­ბით, ბავ­შვე­ბი შეც­ვლი­ლი გვა­რე­ბით არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი. ისი­ნი პუ­ტი­ნის ბა­ბუ­ის, სპი­რი­დონ ივა­ნო­ვი­ჩის სა­ხე­ლით სარ­გებ­ლო­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, მათი გვა­რი სპი­რი­დო­ნო­ვია.

ივან სპი­რი­დო­ნოვ-პუ­ტი­ნი 2015 წელს შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ი­ბა­და, ხოლო მისი ძმა - ვლა­დი­მერ სპი­რი­დო­ნოვ-პუ­ტი­ნი 2019 წელს, მოს­კოვ­ში.გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ძმე­ბი ამ­ჟა­მად იზო­ლა­ცი­ა­ში, ვალ­და­ი­სა და სოჭ­ში მდე­ბა­რე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ებ­ში ცხოვ­რო­ბენ“.

პუ­ტი­ნი­სა და კა­ბა­ე­ვას ორ ვაჟ­ზე დე­ტა­ლე­ბი ჟურ­ნა­ლისტ რო­მან ბა­და­ნი­ნი­სა და მი­ხა­ილ რუ­ბი­ნის წიგნ­ში, სა­ხე­ლად “თა­ვად მეფე“ არის და­წე­რი­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ასე­თი­ვე გა­მო­გო­ნი­ლი გვა­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ პრე­ზი­დენ­ტის ქალ­შვი­ლე­ბი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან - კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა და მა­რია ვო­რონ­ცო­ვა.ხოლო პრე­ზი­დენ­ტის კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, ელი­ზა­ვე­ტა ოლე­გოვ­ნა რუ­დნო­ვა, საფ­რან­გეთ­ში ელი­ზა­ვე­ტა რო­ზო­ვას გვა­რით ცხოვ­რობ­და.“პუ­ტი­ნი, კა­ბა­ე­ვა და მათი ორი ვაჟი მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს ატა­რე­ბენ პრე­ზი­დენ­ტის ვალ­და­ის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში. იქ კა­ბა­ე­ვას­თვის, მისი მემ­კვიდ­რე­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ცალ­კე სა­სახ­ლე აშენ­და. არის სპა ცენ­ტრი, ბავ­შვთა და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ზონა და დიდი პარ­კი.

წაიკითხეთ სრულად