"ღამით გასროლის ხმა გაიგეს ავტოფარეხიდან... მეზობლებმა ნახეს გარდაცვლილი" - რას ჰყვებიან გლდანის ციხის ყოფილ დირექტორზე - კვირის პალიტრა

"ღამით გასროლის ხმა გაიგეს ავტოფარეხიდან... მეზობლებმა ნახეს გარდაცვლილი" - რას ჰყვებიან გლდანის ციხის ყოფილ დირექტორზე

გლ­და­ნის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ავ­ტო­ფა­რეხ­ში იპო­ვეს, მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ჰქონ­და ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გი­ბე­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მე­ზობ­ლებ­მა იპო­ვეს. "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას ისი­ნი ჰყვე­ბი­ან, რომ გვი­ან ღა­მით გას­რო­ლის ხმა გა­ი­გეს, რის შემ­დე­გაც ავ­ტო­ფა­რეხ­თან მი­ვიდ­ნენ და და­ვით გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. ამის შემ­დეგ ის გა­და­ას­ვე­ნეს ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რა მოხ­და ზუს­ტად.

ცნო­ბის­თვის, და­ვით გო­გო­ბე­რიშ­ვილ­მა და მის­მა მო­ად­გი­ლემ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ტო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს, „თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, მსჯავრდადებულ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მი­მართ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­ში­რებ­დნენ.

ად­ვო­კა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც გო­გი­ბე­რიშ­ვილ­თან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­ხე­ბა ჰქონ­დათ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ პოს­ტებს:

თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი: "შემ­ზა­რა­ვია გლ­და­ნის №8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ამ­ბა­ვი.და­ვი­თი 16 იან­ვარს გა­ვი­ცა­ნი, როცა, წლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად ან­დროს­თან ცი­ხე­ში ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის წევ­რე­ბი შე­ვიყ­ვა­ნე.

გააგრძელეთ კითხვა