"აშკარაა, მის თავს რაღაც ისეთი მოხდა, რაც..." - რას წერს გიორგი ახობაძე გლდანის ციხის ყოფილ დირექტორზე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს
"დავით გოგობერიშვილი...არც კი ვიცი, რა დავწერო..,რამდენიმეჯერ ვისაუბრეთ ხანგრძლივად და როდესაც ველაპარაკე ჩადებებზე, კორუფციაზე პოლიციაში და ა.შ. არაადამიანობებზე ამ სისტემაში, მისგან აშკარად მოდიოდა ამ ყველაფრის მიუღებლობა, გინებით მოიხსენიებდა ამ ქცევას პოლიციის მხრიდან და ეს არ იყო ყალბი ემოცია", - ამის შესახებ გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში წერს.
"აშკარაა, რომ მის თავს რაღაც ისეთი მოხდა, რაც ამ სისტემის ნაყოფია! არ ვიცი სუიციდია ეს, თუ აქამდე მიყვანა, თუ პირდაპირ მკვლელობა, მაგრამ ეს ქნა ქოცურმა რეჟიმმა და ამ გამოსავლისგან არავინ ვართ შორს! ეს სიკვდილი რომ ბაჩიაშვილის საქმეს უკავშირდება, ჩემთვის ეს ფაქტია.
ფაქტია, რომ რეჟიმის ტყვეების მიმართ, მის ხელთ არსებულ ლიმიტებში მაქსიმალურად ყურადღებიანი იყო. ცოტა უცნაურია ციხის დირექტორზე ამას წერდეს ადამიანი დღეს, მაგრამ ძალიან გული დამწყდა მის სიკვდილზე", - წერს ახობაძე.
გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს