"უძრავად იწვა დიდ ბალახში, ყველაზე რთული იყო, სანამ გავიგებდი, ცოცხალი იყო თუ არა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც დრონით ალცჰაიმერით დაავადებული დაკარგული მამაკაცი იპოვა - კვირის პალიტრა

"უძრავად იწვა დიდ ბალახში, ყველაზე რთული იყო, სანამ გავიგებდი, ცოცხალი იყო თუ არა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც დრონით ალცჰაიმერით დაავადებული დაკარგული მამაკაცი იპოვა

დღეს დი­ლას, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო ოთო გვრი­ტიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი – ფო­ტოგ­რა­ფის, გო­რის ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, რო­მე­ლიც ქა­ლაქ გო­რი­და­ნაა. მისი პრო­ფე­სია ფო­ტოგ­რა­ფია და გო­რის ფო­ტოგ­რაფ­თა კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაა, მაგ­რამ სა­ხალ­ხო აღი­ა­რე­ბა მან უჩ­ვე­უ­ლო და გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლით მო­ი­პო­ვა: დრო­ნის დახ­მა­რე­ბით ალ­ცჰა­ი­მე­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი იპო­ვა, რო­მელ­საც ოჯა­ხი და სამ­ძებ­რო სამ­სა­ხუ­რე­ბი ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ ეძებ­დნენ.

ოთო გვრი­ტიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ძებ­ნის პრო­ცესს სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით და დრო­ნით შე­უ­ერ­თდა, და­კარ­გუ­ლი მა­მა­კა­ცი მდი­ნა­რე მე­ჯუ­დის სა­ნა­პი­რო­ზე, გო­რი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ნახა. მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც და­სუს­ტე­ბუ­ლი და წამ­ლე­ბის გა­რე­შე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა უკვე უსაფრ­თხოდ გა­და­იყ­ვა­ნა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

დე­ტა­ლე­ბის მო­სა­ყო­ლად ოთო გვრი­ტიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც გა­იხ­სე­ნა ძებ­ნის დე­ტა­ლე­ბი და ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტე­ბი.

- თით­ქმის ოთხი დღის მან­ძილ­ზე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა ჯგუფ­ში, რომ გო­რი­დან ალ­ცჰა­ი­მე­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ი­კარ­გა. თა­ვი­დან ამ­ბობ­დნენ, რომ თით­ქოს დი­დუ­ბე­ში ნა­ხეს, თუმ­ცა შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­ამ­სგავ­სეს. გუ­შინ დი­ლას გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის გო­რის გა­სას­ვლელ­ში, სო­ფელ ბერ­ბუკ­თან და­ა­ფიქ­სი­რა ერთ-ერ­თმა კა­მე­რამ, რის შემ­დე­გაც მისი კვა­ლი გაქ­რა. ეძებ­და სა­მაშ­ვე­ლო, პო­ლი­ცია... ისე­თი ად­გი­ლი იყო, ვერ ვი­ტყვი, რომ ტრი­ა­ლი მინ­დო­რი, მაგ­რამ მა­ღა­ლი ბა­ლა­ხე­ბი და ხე­ე­ბიც ხვდე­ბო­და.

- თქვენ ვინ გთხო­ვათ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თვა?

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი გო­გო­ნა, მეგი, წერ­და პოს­ტებს ამ მა­მა­კაც­ზე. შემ­დეგ და­წე­რა: "დრო­ნი ხომ არ გყავთ ვინ­მეს, იქ­ნებ ეს ტე­რი­ტო­რია და­ათ­ვა­ლი­ე­რო­თო“. პირ­ვე­ლად რომ წა­ვე­დი, ვერ ვნა­ხე. შემ­დეგ ბა­ტა­რე­ე­ბი და­მიჯ­და და დავ­ბრუნ­დი და­სა­ტე­ნად. მე­ო­რედ რომ ავუშ­ვი დრო­ნი, მი­თხრეს, კა­მე­რა­ში სა­დღაც გა­მოჩ­ნდა და აზრი არ აქ­ვსო და დავ­სვი. შემ­დეგ ვი­ფიქ­რე, რად­გან ბა­ტა­რეა მქონ­და, ბა­რემ დავ­ცლი და კი­დევ ვცდი-თქო. მე­სა­მე ცდა­ზე გა­მოჩ­ნდა. ადა­მი­ა­ნი ძირს იწვა დიდ ბა­ლახ­ში, გვერ­დით რომ ჩაგ­ვევ­ლო, მა­ინც ვერ და­ვი­ნა­ხავ­დით.

- რა იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტი, რო­დე­საც ის დრო­ნის კა­მე­რა­ში და­ი­ნა­ხეთ?

- იცით, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტი რა იყო? სა­ნამ ამოძ­რავ­დე­ბო­და და გა­ვი­გებ­დი, ცო­ცხა­ლი იყო თუ არა. უძ­რა­ვად იწვა და სა­ვა­რა­უ­დოდ, დრო­ნის ხმა­ზე ჰქონ­და რე­აქ­ცია. ამ დროს და­ვი­ძა­ხე: „ვი­პო­ვე!“ მო­ვი­და ოჯა­ხი მა­შინ­ვე, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ ის იყო, სა­ნამ ოჯახ­მა არ იცნო.

და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წუთი ვი­ა­რეთ მან­ქა­ნით, შემ­დეგ ფე­ხით, დრო­ნი გა­და­ღე­ბის რე­ჟიმ­ში მქონ­და, რომ კვა­ლი არ და­მე­კარ­გა. თან სა­მაშ­ვე­ლო­საც უნდა და­ე­ნა­ხა, სად ვი­ყა­ვით. ად­გილ­ზე რომ მი­ვე­დით, კაცი წა­მოჯ­და და ერთ-ერთ ნა­თე­სავს ჩა­ე­ხუ­ტა. და­ნარ­ჩე­ნი უკვე ვი­დე­ო­ში ჩანს.

გააგრძელეთ კითხვა