თურქეთში, არტანუჯის ციხესიმაგრეში, აშოტ დიდი კურაპალატის საფლავი იპოვეს - რას წერს უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ თურქული მედია?
თურქეთში, ართვინში, არტანუჯის ციხესიმაგრეში არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის საფლავი იპოვეს. ასევე ნაპოვნია სამზარეულოს ნივთები, წყალსაცავი, მონეტები და კერამიკის ნივთების ნაშთები.
კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ვანის უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელებული სამუშაოები ციხესიმაგრის შიგნით არსებულ ეკლესიასა და მის შემოგარენში კვლავ გრძელდება.არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ოსმან აითექინმა აღმოჩენის შესახებ თურქულ სააგენტო "ანადოლუსთან" ისაუბრა.
აითექინმა აღნიშნა, რომ გათხრები მინიმუმ 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ციხესიმაგრე, რომელიც მე-5 საუკუნეში აშენდა და მე-9 საუკუნეში ბაგრატოვანთა მეფის, აშოტ დიდის მიერ აღდგენილ იქნა და მას ქალაქის ნაწილი დაემატა, ისტორიაში მნიშვნელოვანი დასახლება იყო.
მისი თქმით, დადგინდა, რომ მმართველი კლასი და მათი ოჯახები ციხის შიგნით ცხოვრობდნენ, ვაჭრები და შეძლებული ფენა კი გალავნით გარშემორტყმულ ქალაქის ნაწილში, სადაც ასევე განთავსებული იყო მავზოლეუმი, აბანო, ეკლესია და წყარო (შადრევანი).
"აქ მნიშვნელოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა", - ამბობს თურქი პროფესორი.
აითექინმა გაიხსენა, რომ წინა წელს დაიწყო სამუშაოები წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში:
"წელსაც ამ ეკლესიის მიმდებარე ნაგებობებზე ვმუშაობთ. იქვე, ახლოს, აღმოჩნდა დიდი ნაგებობა, რომელიც თონისა და სასადილოს ფუნქციას ასრულებდა. ნაპოვნია მისი საძირკვლები და თონის ნაშთები. ეს გვიჩვენებს, რომ აქ მნიშვნელოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა. სასადილო და თონის არსებობა ადასტურებს, რომ აქ როგორც რელიგიური, ისე ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დასახლება იყო. არის მრავალი წყალსაცავი. ჩვენ დავასრულეთ ორი წყალსაცავის გათხრა, მესამეს ვაგრძელებთ", - ამბობს აითექინი.
"აშოტ დიდის საფლავი იპოვეს"აითექინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიის წიგნ, „ქართლის ცხოვრებაში“, იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მეფის აშოტ დიდის საფლავი წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაშია. ვრცლად