"ათობით დაჭერილ ადამიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და ყველას , ვინც გვიჩიჩინებდა, რომ "XABES VACADOT" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ათობით დაჭერილ ადამიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და ყველა დეგენერატს, რომელიც ამ უცხადეს სიყალბეს, ამ შეურაცხმყოფელ მჩხიბავობას იმედის თვალით შესქეროდა და გვიჩიჩინებდა, რომ "XABES VACADOT", - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"თქვენ ხართ ბირთვული დებილები. არა იმიტომ, რომ ვერ მიხვდით, რამხელა აფერა მზადდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ჭკვიანს ბრიყვისგან ვერ არჩევთ, პატიოსანს - შარლატანისგან, ცოდნას, პროფესიონალიზმს და შრომას პატივს არ სცემთ და პოლიტიკა ნაცრის ქექვა გგონიათ. ყველას კისერზეა დაჭერილი ხალხი, ვინც სააკაშვილს, ხაბეიშვილს და ბურჭულაძეს "ACADA"! - წერს ჩერგოლეიშვილი.