"ბიბიმ მითხრა: „ვერ ვიჯერებ, ახლა ყველას მოვწონვარ“, მე ვუთხარი: „ისრაელს მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლია“ - ტრამპი ნეთანიაჰუზე - კვირის პალიტრა

"ბიბიმ მითხრა: „ვერ ვიჯერებ, ახლა ყველას მოვწონვარ“, მე ვუთხარი: „ისრაელს მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლია“ - ტრამპი ნეთანიაჰუზე

ვფიქრობთ, „ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იქ მძევლები საშინელ მდგომარეობაში არიან. მიწის სიღრმეში, ღრმად არიან. ვფიქრობთ, ისინი ორშაბათს დაბრუნდებიან, მათ შორის დაღუპულთა ცხედრებიც იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ „ახლა ისრაელი ყველას ისევ უყვარს“.

„ბიბიმ მითხრა: „ვერ ვიჯერებ, ახლა ყველას მოვწონვარ“. მე ვუთხარი: „რაც მთავარია, ახლა მათ ისრაელი ისევ უყვართ. ბიბი, ისრაელს მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლია“. ის ახლა ამას ძალიან კარგად ხვდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, „ჰამასმა“ 20 მძევალი კვირას ან ორშაბათს გაათავისუფლოს.

"ინტერპრესნიუსი"