ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს? - რას წერს ყოფილი მინისტრის მეუღლე? - კვირის პალიტრა

ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს? - რას წერს ყოფილი მინისტრის მეუღლე?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ჩემს მობილურზე დამირეკეს შსს კრიმინალური დეპარტამენტიდან და ბაჩო დაიბარეს, ხვალ, 13:00 საათზე“, - წერს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქზე".

„ინტერპრესნიუსი“ დეტალების გადამოწმებას შსს-ში ცდილობს.