"ჰამასმა" ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა - კვირის პალიტრა

"ჰამასმა" ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა

„ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ამის შესახებ „ჰამასის“ სამომლაპარაკებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიიამ განაცხადა. მისი სიტყვები Reuters-სა და Al Jazeera-ს მოჰყავს.

“გარანტიები მივიღეთ ძმური მედიატორებისგან და აშშ-ის ადმინისტრაციისგან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ომი მთლიანად დასრულებულია”, - განაცხადა ალ-ჰაიიამ.

მისი თქმით, შეთანხმების ნაწილია, რომ გათავისუფლდება 250 პალესტინელი, რომლებიც სამუდამო პატიმრობაში იმყოფებიან ისრაელის ციხეებში. ასევე გათავისუფლებული იქნება 1 700 პალესტინელი ღაზიდან - ისინი, ვინც ომის დაწყების შემდეგ იყვნენ დაპატიმრებული.

ალ-ჰაიიას თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ორივე მიმართულებით გახსნას.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ჰამასი" ყველა მძევალს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს. ის, სავარაუდოდ, 13 და 14 ოქტომბერს გულისხმობდა.

"ინტერპრესნიუსი"