ანჯელინა ჯოლი აშშ-ის დატოვებას და კამბოჯაში გადასვლას გეგმავს - "დიდი ხანია ამაზე ოცნებობს" - კვირის პალიტრა

ანჯელინა ჯოლი აშშ-ის დატოვებას და კამბოჯაში გადასვლას გეგმავს - "დიდი ხანია ამაზე ოცნებობს"

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­ტო­ვე­ბას გეგ­მავს.

რო­გორც ჟურ­ნალ Us Weekly იტყო­ბი­ნე­ბა, მსა­ხი­ო­ბი აპი­რებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი დე­და­მი­წის სამ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას - კამ­ბო­ჯა­ში, საფ­რან­გეთ­სა და აფ­რი­კა­ში მო­ი­წყოს, რად­გან რად­გან თი­თო­ე­ულ ამ ად­გილს მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამ სამი ად­გი­ლი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად ენ­ჯის ჯამ­ბო­ჯა ხიბ­ლავს.

ჯო­ლიმ თა­ვი­სი უფ­რო­სი ვაჟი, 24 წლის მე­დოქ­სი, კამ­ბო­ჯა­ში იშ­ვი­ლა. 20 წლის ზა­ჰა­რა ეთი­ო­პი­ე­ლია, ნოქ­სი და ვი­ვი­ე­ნი ნი­ცა­ში და­ი­ბად­ნენ.

ან­ჯე­ლი­ნას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­როს თქმით, მისი უმ­ცრო­სი შვი­ლე­ბი ივ­ლის­ში სრულ­წლოვ­ნე­ბი ხდე­ბი­ან და ჯოლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მზად არის.

ვარ­სკვლა­ვი დიდი ხა­ნია სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს, 2019 წელს ჟურ­ნალ Harper’s Bazaar-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მან გა­ნა­ცხა­და: “მინ­და სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ცხოვ­რო და ამას გა­ვა­კე­თებ, რო­გორც კი ჩემი შვი­ლე­ბი სრულ­წლოვ­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან. ახლა კი იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ იქ ვი­ცხოვ­რო, სა­დაც მათი მამა ირ­ჩევს ცხოვ­რე­ბას.“

ჯოლი და პიტი ერ­თმა­ნეთს 2016 წელს და­შორ­დნენ, თუმ­ცა მათი გან­ქორ­წი­ნე­ბა მხო­ლოდ 2024 წელს, რვაწ­ლი­ა­ნი იუ­რი­დი­უ­ლი და­ვის შემ­დეგ დას­რულ­და. ამ­ჟა­მა­დაც სა­სა­მარ­თლო­ში კი­დევ ერთი დავა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მე­ლიც 500-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ფრან­გუ­ლი ღვი­ნის ქარ­ხნის, Château Miraval-ის სა­კუთ­რე­ბის საქ­მე საქ­მეს ეხე­ბა.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები