"ექიმების ტერორი, შანტაჟი, დაპატიმრება, ძალადობა მათზე რეჟიმის აგონიის ნიშანია" - რას წერს ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი - კვირის პალიტრა

"ექიმების ტერორი, შანტაჟი, დაპატიმრება, ძალადობა მათზე რეჟიმის აგონიის ნიშანია" - რას წერს ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

კლერ­მონ-ფე­რა­ნის ენ­დოს­კო­პი­უ­რი ქი­რურ­გი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა კო­ლე­გის, გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას და წერს:

"ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს ექი­მე­ბი და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნოთ, ბორ­კი­ლებ­და­დე­ბუ­ლი გა­ე­ტა­ცოთ სა­კუ­თა­რი ბი­ნი­დან, ღა­მით, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ის გამო. ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი და დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის პი­რო­ბებ­ში კი ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. თუნ­დაც სსრკ-ს ის­ტო­რია გა­ვიხ­სე­ნოთ. სტა­ლი­ნის პა­რა­ნო­ი­და­ლუ­რი ახი­რე­ბის გამო და მისი პირ­და­პი­რი ბრძა­ნე­ბით და­ი­ჭი­რეს მი­სი­ვე პი­რა­დი მკურ­ნა­ლი ექი­მი, უც­ნო­ბი­ლე­სი თე­რა­პევ­ტი, 70 წლის (!) აკა­დე­მი­კო­სი ვი­ნოგ­რა­დო­ვი, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი “ექი­მე­ბის საქ­მი­სა“.

სხვა­თა შო­რის, მათ იმ­დრო­ინ­დე­ლი “დიფ სტე­ი­ტის“ აგენ­ტო­ბა ჰბ­რალ­დე­ბო­და. და ასე­ვე თა­ვად სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით, მას ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს და მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ ჩე­კის­ტე­ბი. ხოლო სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში, რო­დე­საც აგო­ნი­ა­ში მყო­ფი სო­სე­ლო სა­კუ­თარ ექ­სკრე­მენ­ტებ­ში სულს ღა­ფავ­და, მარ­ტოდ მარ­ტო, ვე­რა­ვინ გა­ბე­და, მათ შო­რის ექი­მებ­მა, მის ოთახ­ში შე­ხედ­ვაც კი, ყვე­ლას ეში­ნო­და მას არ დაჰბ­რა­ლე­ბო­და ბე­ლა­დის სიკ­ვდი­ლი. ექი­მე­ბის ტე­რო­რი, შან­ტა­ჟი, და­პა­ტიმ­რე­ბა, ძა­ლა­დო­ბა მათ­ზე ( შარ­შან დე­კემ­ბერ­ში იყო მა­გა­ლი­თე­ბი) რე­ჟი­მის აგო­ნი­ის ნი­შა­ნია. ის­ტო­რია არ ცდე­ბა, “ექი­მე­ბის საქ­მის“ ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა, ტი­რანს მა­ნამ­დე აღ­მოხ­და სული.

ჩემი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა და სო­ლი­და­რო­ბა უწე­სი­ე­რეს ადა­მი­ანს, უან­გა­რო პრო­ფე­სი­ო­ნალს, სა­მა­გა­ლი­თო მო­ქა­ლა­ქე­სა და პატ­რი­ოტს, ბა­ტონ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს" - წერს რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 4 ოქ­ტომ­ბერს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფაქ­ტზე აკა­დე­მი­კო­სი, ექი­მი, 71 წლის გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით, სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. მის გარ­და, გუ­შინ კი­დევ 7 პირი, მათ შო­რის, ია და­რახვე­ლი­ძე და­ა­კა­ვეს. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დღეს, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წინ, ექი­მე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

აქ­ცი­ის მი­ზა­ნი, სო­ლი­და­რო­ბას გა­მო­ხატ­ვაა ექი­მი­სა და აკა­დე­მი­კო­სის, გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, 4 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო და­ა­კა­ვა. აქ­ცია, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წინ 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

წყარო