"ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება" - რას წერს ამირან გამყრელიძე? - კვირის პალიტრა

"ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება" - რას წერს ამირან გამყრელიძე?

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და­კა­ვე­ბუ­ლი ექი­მის, გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის ოჯახს და პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი სო­ლი­და­რო­ბა და მხარ­და­ჭე­რა გოგი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს და მის ოჯახს. გოგი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი და ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლე­ბის დი­ნას­ტია სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია. მის მა­მას­თან, ბა­ტონ სე­ვე­რი­ან­თან წლე­ბი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბი­სა მა­კავ­ში­რებს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მან და მის­მა მე­უღ­ლემ ორი ძა­ლი­ან კარ­გი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ექი­მი აღუ­ზარ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას, კოტე და გოგი, რომ­ლე­ბიც ათე­უ­ლი წლე­ბია ღირ­სე­უ­ლად და უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას. ასე­ვე მათი შვი­ლე­ბი კარ­გი ექი­მე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ასა­ხე­ლე­ბენ თა­ვი­ანთ ოჯახს ქვე­ყა­ნა­ში და ქვე­ყა­ნას მის გა­რეთ.

ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა გო­გის ისე­თი, რომ ასე­თი ფორ­მით, რაც გუ­შინ ვი­ხი­ლეთ, მომ­ხდა­რი­ყო მისი და­კა­ვე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­მარ­თა­ლი თა­ვის გზას იპო­ვის!არ შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ამ ფორ­მით ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ მეტ ჩიხ­ში შე­იყ­ვანს ქვე­ყა­ნას. გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ერ­თია, თუ გვინ­და სწო­რი გზით წა­ვი­დეთ, ურ­თი­ერ­თდათ­მო­ბა, კონ­სენ­სუ­სი და შე­თან­ხმე­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ და ამ ნა­ბიჯს ყო­ველ­თვის უფრო ძლი­ე­რი დგამს და ასე­თი დღეს სა­ხელ­მწი­ფოა.

ვი­მე­ო­რებ, რაც ბევ­რჯერ მით­ქვამს - უკან და­ხე­ვა არ არის ყო­ველ­თვის სი­სუს­ტის ნი­შა­ნი, პი­რი­ქით ხში­რად ის მეტი სიბ­რძნის და სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვის სა­წინ­და­რია. ამი­ტომ, გთხოვთ, ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბებს, თავი შე­ვი­კა­ვოთ სი­ტუ­ა­ცი­ის მეტი ეს­კა­ლა­ცი­ის­გან და ერ­თად მოვ­ნა­ხოთ ამ ჩი­ხი­დან გა­მო­სა­ვა­ლი, ის ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს" - წერს გამ­ყრე­ლი­ძე ფე­ის­ბუქ­ზე.