"მე როგორც უბრალო ადამიანს, პატრიოტს ძალიან მრცხვენია, რომ 4 ოქტომბერს იქ არ ვიყავი და ახლა აქ ვდგავარ" - ბაჩო ახალია შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა
რატომ უნდა გამოვრიცხო,- ასე უპასუხა შსს-ს კრიმინალ დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტების კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მის დაკავებას.
ახალაიას თქმით, მას როგორც საქართველოს პატრიოტს, სცხვენია, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე არ იყო.
„მე როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა,“ - განაცხადა ბაჩო ახალიამ.
"ინტერპრესნიუსი"